სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას სიხარულით შეუერთდნენ
17-11-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს.

პატარები დიდი სიხარულით ჩაერთნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამაში - „ჩემი პირველი ნერგი“ და შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

წალკის მუნიციპალიტეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას 2 ნოემბერს შეუერთდა. წალკის მუნიციპალიტეტის მერის, ილია საბაძის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სახეობის ხეები დაირგო. პროგრამაში მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელები.

ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მოსწავლეებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაში დაეხმარება

„პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ წალკაში გამართულ გამწვანების ღონისძიებას. პატარებმა დარგეს თავიანთი პირველი ნერგები და ამით ბუნებაზე ზრუნვის ლამაზი ტრადიციის დასაწყისი შექმნეს. პროგრამის მიზანია მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის, გარემოს დაცვისა და მცენარეებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაღვივება. ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო. თითოეულმა მათგანმა საკუთარი ნერგი დარგო, რომელსაც მომავალში მოუვლიან და გაახარებენ.

პატარა ხელებით დარგული ნერგები - დიდი იმედი მწვანე მომავლისთვის!“,- ასე ეხმაურებიან ინიციატივას სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

„როგორ ვაქციოთ განსხვავებულობა ჩვენი სკოლის მთავარ ძალად?“ - სწორედ ამ კითხვამ გააერთიანა მოსწავლეები
 
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება