სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თეა წულუკიანი ეკატერინე დგებუაძეს: მეტი დასაბუთება გვჭირდება, 4 წელი რა გაკეთდა და ეს ერთი წელი რის გასაკეთებლად გჭირდებათ
30-12-2020
-
+


პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძე ბაღების ავტორიზაციის პერიოდის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ ინიციატივა წარადგინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშორებით, მას დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. 

ეკატერინე დგებუაძეს კითხვით განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმაც მიმართა და მინისტრის მოადგილეს ბაღების ავტორიზაციის თარიღის გადაწევის საჭიროებაზე მეტი დასაბუთება სთხოვა: 

​„გთხოვთ, რაკი გადავადებას ითხოვთ, ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, რატომ უნდა დავუჭიროთ ჩვენ მხარი, იქნებ ცოტა დეტალურად მოგვიყვეთ რა გაკეთდა კონკრეტულად, ჩამონათვალის სახით, რომ ჩვენ გავიგოთ რა გაკეთდა. მე მთავრობისგან შორს მყოფი არ ვარ და გადავადებების პრაქტიკა კარგად ვიცი, როგორ იყო ხოლმე რაღაცეები, ამიტომ როცა რაღაცის გადავადებას ვითხოვთ, კარგი იქნება რომ დაასაბუთოთ რა გაკეთდა უკვე და რაში არ გეყოთ დრო. 

ეს კი კავშირში არ არის, მაგრამ მაგალითის სახით მომყავს. მაგალითად,  სამტრედიის სკოლა-პანსიონი, რომელიც თქვენი უწყების თემაა, 1 სექტემბერს გაგივიდათ დრო, რომ ეს რეფორმა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არის მგონი. აი, საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის სამტრედიაში და იქ ბავშთა უფლებების დაცვის მხრივ არაფერი კარგი არ ხდება. ამაზე არ გისვამთ დღეს კითხვას, უბრალოდ, მაგალითი მომყავს. ჰაერში გამოკიდებული თარიღები ხომ ვერ იარსებებს მუდმივად, 4 წელი რა გაკეთდა და ეს ერთი წელი რის გასაკეთებლად გჭირდებათ“ - მიმართა წულუკიანმა დგებუაძეს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება