| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში დიდი განმანათლებლისა და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის დამფუძნებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა ჩხობაძემ IV კლასის მოსწავლეებთან ერთად, წარმოგვიდგინა განსაკუთრებული და შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით - „იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპოქის გაცოცხლება“.
მოსწავლეებმა მოაწყვეს იმიტირებული მუზეუმი, რომლის დამთვალიერებლებსაც სიმბოლური ბილეთები დაურიგდათ, მათ ასევე წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მაკეტი, პირველი საკლასო ოთახისა და მწერლის სამუშაო კაბინეტის იმიტაციები, რითაც სტუმრებს წარსულში მოგზაურობისა და იმდროინდელი საგანმანათლებლო გარემოს გაცნობის შესაძლებლობა მისცეს.
ღონისძიების ფარგლებში მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე „დედა ენა“ - როგორ შეიძლება კლასიკური საგანმანათლებლო მემკვიდრეობა თანამედროვე მოთხოვნებსა და სწავლების მეთოდებს შეერწყას.
„ეს იყო არა მხოლოდ საინტერესო სანახაობა, არამედ შემეცნებითი აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული განათლებისა და მშობლიური ენის განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას