სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთდღიანი მოგზაურობა 1000 წელში: „დროის მანქანა სვანეთში“- იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
17-11-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროექტში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად, მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ. 

მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენცია- „ჩემი სვანეთი” 16 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სასულიერო სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა ბასილმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარიამ ჯაფარიძემ კონფერენციის მოდერატორებმა: ნათია გოშთელიანმა (მესტიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი), ზურაბ ქანთარიამ (სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი) , მადონა ჭკადუამ (სოფელ ყარ-სგურიშის სკოლის დირექტორი) და სპარტაკ გვარმიანმა (სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი).

კონფერენციაზე იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო მოხსენებით წარდგნენ. 

ლიზი დავითიანის, ანი დავითიანისა და სოფიკო ჭკადუას საკონფერენციო თემა გახლდათ - ერთდღიანი მოგზაურობა 1000 წელში: „დროის მანქანა სვანეთში“.

მოსწავლეთა მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

თითოეულ მონაწილეს კონფერენციის ბოლოს გადაეცა სერტიფიკატი მოხსენების წარდგენისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

მასპინძელი ბავშვებს მარტივი, მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ
 
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამორჩეულად გამოეხმაურა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება