| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთათვის ანბანის სწავლა ზღაპრულად დაიწყო.
პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად ექცათ - სტუმრებით ანბანის სამეფოდან, მრავალი თვალსაჩინოებით, ჰარმონიული მუსიკითა და გულწრფელი ემოციებით.
ანბანის ოქროს გასაღები, „დედა ენა“ და პირველ ასო-ბგერებთან შეხვედრა შემეცნებით და შემოქმედებით დღესასწაულად სწორედ მაშინ იქცა, როდესაც ნანა მასწავლებელმა გენიალურ „აი იას“ უხილავი ფრთები აღმოუჩინა და ოქროსფერი ყუთიდან ნარნარით ამოაბრძანა, მოსწავლეებმა აღფრთოვანებული და გულიანი შეძახილებით აავსეს კლასი. სწორედ ამ ჯადოსნური წამიდან დაიწყო პირველკლასელთა გულწრფელი, ხანგრძლივი და თავგადასავლებით სავსე მეგობრობა ჩვენს ძვირფას წიგნთან - „დედა ენასთან“.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას და დასძენენ, რომ "ანბანის შემობრძანების " ღონისძიებაზე დაგეგმილი აქტივობები მიმართული იყო სკოლის, წიგნიერებისა და ცოდნის მიმართ დადებითი ემოციური დამოკიდებულების განმტკიცებისაკენ. ღონისძიება მოიცავდა ენობრივი და საკომუნიკაციო უნარებისა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ მოქმედებებს და ითვალისწინებდა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობას.
„ვულოცავთ, ჩვენს ძვირფას პირველკლასელებს ანბანის სამეფოს ღირსეულ მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს წინ კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ჰპირდებიან.
სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი, ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი ნანა ლოლიაშვილი ხელმძღვანელობდა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას