| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება.
სკოლის კურსდამთავრებული, ახლა უკვე წარმატებული სტუდენტი ბარბარე მასხარაშვილი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახლავთ.
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ საზეიმო დაჯილდოებაზე მას დამსახურებული ჯილდო პირადად მინისტრმა გივი მიქანაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა გადასცეს.
ქვეყნის მასშტაბით 19 600-ზე მეტ მონაწილეს შორის უძლიერეს 49 ფინალისტს შორის მოხვედრა ბარბარეს ნიჭისა და შრომის შედეგია. ამ გამარჯვებაში ფასდაუდებელია მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ციური ცოცხალაშვილის წვლილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბარბარეს ამ გამარჯვებას თან ერთვის მისი კლასის წარმატების ამბავი, რომლითაც სკოლა ნამდვილად ამაყობს. დამრიგებელ ხათუნა ღამბაშიძის 22 მოსწავლიანმა კლასმა წარმატებას მიაღწია ეროვნულ გამოცდებზე. კლასის 19 მოსწავლე უკვე სტუდენტია. მათგან 18-მა სწავლა უფასო - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რაც მათი მაღალი აკადემიური მოსწრების დასტურია. ერთმა მოსწავლემ სკოლის მერხიდან საკუთარი ნებით სამშობლოს დამცველთა რიგებში გადაინაცვა, ორი მოსწავლე კი სწავლის გაგრძელებას მომავალში გეგმავს.
სკოლაში ამაყობენ აღზრდილთა წარმატებებით და მათ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურდამთავრებული ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებს შორის დასახელდა! სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ახლა უკვე სტუდენტს - ბარბარე მასხარაშვილს, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება.
წარმატებას ვულოცავთ, ასევე ბარბარეს თანაკლასელებს. ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას. გვჯერა ცხოვრების ახალი ეტაპი მათთვის ახალი მიზნებისა და ოცნებების ასრულების საწინდარი იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას