სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელს მატერიალური სარგებელი და კარიერულ წინსვლა, ტყუპებს კი დაძაბულობა ექნებათ - ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე იღბლიანი?
28-12-2020
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 30 დეკემბერს დაძაბულობა მატულობს და მშვიდად გაიარეთ ეს დღე. 4 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი იქნება დაძაბული, ამიტომ მანამდე დარჩენილი დღეები უნდა გამოიყენოთ. 

ეს კვირა შედარებით მშვიდია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს მეტნაკლებად სასიკეთო ტენდენციები აქვს.

თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო დრო გაქვთ, პროფესიულად და კარიერულად წინ წახვალთ, შეიძლება ახალი სამსახურის ან თანამდებობის შესაძლებლობა გამოჩნდეს.

კურო: თქვენთვის 2-წლიანი წარმატების ფუნდამენტის ჩადების დროა, ძალიან კარგი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წინა პლანზე წამოწიეთ.

ტყუპები: ყურადღება გმართებთ, სულსწრაფი ნუ იქნებით, შეიძლება შეცდომები დაუშვათ ან კონფლიქტი მოგივიდეთ ხელმძღვანელებთან, ამან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.

კირჩხიბი: კარგი პერიოდი გაქვთ, შესაძლებლობები ყველა სფეროში დადებითია. თქვენი შარმი, მიზიდულობა მაღალია. გამოიყენეთ ეს დრო.

ლომი: რა ტემპიც გაქვთ აღებული, არ შეაჩეროთ, ქარიზმა მაღალი გაქვთ, შეიძლება ბიზნეს სფეროში წარმატება გქონდეთ, ურთიერთობებს ხელმძღვანელებთანაც დაალაგებთ.

ქალწული: კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი იმატებს, ფსიქო-ემოციურად მდგრადი ხდებით. წარმატების შესაძლებლობა გაქვთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში. სასიყვარულო ურთიერთობებისა და შვილების ურთიერთგაგებისთვის კარგი დროა.

სასწორი: საინტერესო პერიოდი გაქვთ, შეიძლება ახლობლებთან დასჭირდეს მეტი ძალისხმევა, მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემები და თქვენი დახმარება იყოს საჭირო, მაგრამ თქვენი საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და სხვებსაც დაეხმაროთ. თქვენი პოპულარობა ამით გაიზრდება.

მორიელი: კარგი კვირა გაქვთ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გაქვთ. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ახალი წლიდან გამოიყენებთ.

მშვილდოსანი: კონტაქტები, შეხვედრები, შემოქმედებითი პროექტები - ყველაფერს მიხედეთ ამ კვირაში, შესაძლებლობები კარგი გაქვთ. წარმატების შანსი მაღალია, ეს კვირა გაიარეთ აქტიურად.

თხის რქა: საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ყველაზე ქარიზმატული, ენერგიული, იღბლიანი ხართ. ყველაფერი გამოდგით, პროფესიული და პირადი კუთხით, ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მაღალი ალბათობა გაქვთ.

მერწყული: შეამცირეთ აქტიურობა, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ ან ძველი საქმეები დაასრულეთ. შეიძლება ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ, თუმცა მთლიანობაში ეცადეთ ნუ გადაიღლებით.

თევზები: საკმაოდ წარმატებული ხართ, ინტუიცია მზარდი გაქვთ. ქარიზმატული და მიმზიდველი ხდებით. პროფესიული კუთხით კარგი დროა, შეძლებთ წარმატების მიღწევას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებისა და ბაღებისთვის 2 მილიარდამდეა ათვისებული - რას მოხმარდა თანხები

ყოველწლიურად თითო კლასს დავამატებთ და არანაირი კონფრონტაცია არ იქნება - მინისტრი სასკოლო ფორმებზე

რომელი ორი კლასი ამთავრებს წელს საფეხურს - დეტალები

თბილისი-ბათუმი - 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება