სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წელი უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში - ჩხენკელმა წლიური ანგარიში წარმოადგინა
27-12-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც კოვიდ-19-ის გამო დისტანციურ ფორმატში გადავიდნენ, სამინისტრომ დისტანციური სწავლების ხელშემწყობი ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა.

სამინისტროს რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა – სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ამ პროექტისთვის მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით. იგი პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა

რაც შეეხება პროფესიული განათლების მიმართულებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები და მასწავლებლებს გაეზარდათ საათობრივი ანაზღაურება.

„პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები. არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9500 სტუდენტი.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით შემუშავდა პროგრამა პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისთვის, რომლის მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკმა  70  მილიონი დოლარი გამოყო.

ამასთან, წელს პირველად მივიღეთ სტუდენტები ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ“, - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება