სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებს მე-13 ხელფასის გაცემას უკრძალავენ? - რა გაფრთხილება მიიღეს საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა და დირექტორებმა
24-12-2020
-
+


თავი შეიკავეთ მე-13 ხელფასის გაცემისგან - ეს კატეგორიული გაფრთხილება თუ მეგობრული რჩევა, საჯარო უწყებებმა მორალურად გაუმართლებლობის მიზეზით, მიიღეს. როგორც ჩანს, საახალწლო პრემიებზე მითითება საჯარო სკოლებსაც შეეხო. 

ჩვენ არაერთმა სკოლის დირექტორმა და მასწავლებელმა მოგვმართა საკითხის გადასამოწმებლად. როგორც ისინი გვწერენ, აღნიშნული გაფრთხილება საგანმანათლებლო რესურცენტრებისგან მიიღეს და გვეკითხებიან: აქვს თუ არა სკოლის დირექტორს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს საკითხი და ბიუჯეტში შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში მაინც გასცეს მე-13 ხელფასი. 

ერთ-ერთი მკითხველისგან კი მივიღეთ ასეთი წერილი: „წერილები მოგვივიდა სკოლებს რომ თავი შეიკავეთ პრემიის გაცემისგანო და როგორ მოვიქცეთ? რესურსცენტრმა გვითხრა მოვიდაო და ჩვენთვის არ გადმოუგზავნიათ. სხვა რეგიონებშიც ვიკითხე მაგ. ჭიათურაშიც იგივე მითხრეს. სკოლას საკმარისი თანხა აქვს და რატომ უნდა შეიკავოს თავი? მაგრამ რესურსცენტრი კატეგორიულ უარს გვეუბნება“ - გვწერს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც ბევრი კოლეგის სათქმელს გვიზიარებს. 

მსგავსი შინაარსის შეტყობინებების გარდა, ამ თემაზე საჯარო კომენტარებიც დაიწერა, მათ შორის ჩვენს საიტზე. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, დაინტერესებულ პირებს პასუხი გავცეთ. 

როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტის დონაციაზე მყოფმა საჯარო სამსახურებმა მართლაც მიიღეს აღნიშნული მითითება, შესაბამისად, წელს საჯარო მოხელეები საახალწლო წახალისებას არ უნდა ელოდონ. აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას უკავშირდება. 

რაც შეეხება სკოლის თანამშრომლებს, მათი უმრავლესობა მე-13 ხელფასს აქამდეც არ იღებდა. სადღესასწაულო წახალისების პრაქტიკას, მხოლოდ ერთეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმართავენ. ამიტომ, პანდემიიდან გამომდინარე მიღებული გაფრთხილება, რეალურად მათთვის არც არაფერს ცვლის. ერთადერთი უცნაურობა ამ ამბავში კი ის არის, რომ განათლების სამინისტროს პოზიცია დღემდე იყო, რომ ამ საკითხს თავად სკოლა დამოუკიდებლად წყვეტდა, თუმცა როცა არგაცემაზე მიდგა საქმე, ოფიციალური გაფრთხილება რესურცენტრებმაც და სკოლებმაც მიიღეს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ სრულად დამოუკიდებლად, სკოლის დონეზე მაინც არ წყდება ეს საკითხი, ან წელს არის გამონაკლისი და ეს ისევ და ისეც პანდემიას ბრალდება. მე-13 ხელფასის თემზე ჩვენ ინფორმაცია ცოტა ხნის წინაც გავავრცელეთ და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. 

და, თქვენ თუ მიგიღიათ მე-13 ხელფასი ბოლო 5 წლის მანძილზე? 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება