სიახლეები
სიახლეები

ტრენინგებზე სახელმწიფოს მონოპოლია აქვს, მასწავლებლებს კი უჭირთ კრიტიკა - განათლების სპეციალისტები მიზეზებზე, რატომ არ ამაღლებს ტრენინგები ხარისხს?
28-12-2020
-
+


განათლების სპეციალისტებს უჭირთ იმ ტრენინგების ხარისხის შეფასება, რომლებიც ათასობით პედაგოგისთვის ყოველწლიურად ტარდებს.

მასწავლებლის სახლი ტრენინგების ჩატარებაში ასი ათასობით ლარს ხარჯავს. მასწავლებლებს კრედიტებს აძლევს და ტრენინგის დახმარებით სტატუსსაც უმაღლებს. მხოლოდ წელს ტრენინგების დახმარებით სტატუსი 2 000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა აიმაღლა. თუმცა არავინ საუბრობს იმაზე როგორია ტრენინგის ხარისხი და რამდენად შედეგიანია პედაგოგებისთვის.

როგორც განათლების სპეციალისტები etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, არ არსებობს არც ოფიციალური კვლევები, რომლებიც ტრენინგების ხარისხს შეაფასებდა, არც ირიბი მონაცემები. მათი თქმით, ტრენინგების ხარისხზე ხმამაღლა საუბარს თავად მასწავლებლებიც გაურბიან, ვინაიდან მასწავლებლის სახლს უშუალო გავლენა აქვთ მათ კარიერულ წინსვლაზე, რაც ართულებს უკმაყოფილებისა და კრიტიკის გამოხატვას.

„ზოგადად, განათლების სისტემაში არსებობს ეს პრობლემა, არ ვიცით ტარდება თუ არა რაიმე ტიპის შეფასებები სხვადახვა პროგრამების დანერგვის შემდგომ, თუ ტარდება ეს ხელმისაწვდომი არ არის, არც ფართო საზოგადოებისთვის და არც განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თავისთავად, პრობლემაა ის, რომ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მიერ არის ორგანიზებული და ამაზე ის ორგანიზაციებიც საუბრობენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტრენინგების ჩატარებით. ამასთან, პედაგოგები მასწავლებლის სახლს განიხილავენ, როგორც განათლების სამინისტროს ორგანოს და უჭირთ მისი კრიტიკულად შეფასება, განსაკუთრებით თუ იმ მოცემულობას გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებლის სახლს შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ კარიერულ წინსვლაზე. ამიტომ ისინი დაქვემდებარებულ ადამიანებად მიიჩნევენ თავს, მაშინ როცა ტრენინგები, რომ გარე პროვაიდერებს ჩაეტარებინათ გაცილებით კრიტიკულები იქნებოდნენ და თამამად იმსჯელებდნენ ხარისხზე“, - აცხადებს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, ტრენინგების ხარისხის ამაღლებას ხელს ისიც უშლის, რომ იგი მხოლოდ ოფიციალური უწყების მიერ ტარდება, კერძო პროვაიდერებისგან განსხვავებით კი მას შეიძლება ბიუროკრატიული ინტერესები გაჩნდეს.

„ხარისხი თავისთავად ვერ ვითარდება, როცა ხელისუფლების მიერ არის მონოპოლიზებული ეს ყველაფერი, რადგან ინტერესი არის მხოლოდ ბიუროკრატიული და პრობლემა ის არის, რომ ხანდახან ბიუროკრატიული ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ხარისხის განვითარების ინტერესებთან. მაგალითად, ტრენინგების ფართო დაფარვა, მეტი მოცულობა, პოლიტიკური უკმაყოფილობების დაფარვა და ა.შ.

კერძო პროვაიდერებს ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ, ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისინი მაინცდამაინც მოგებაზე იქნებიან ორიენტირებული. ტრენინგები შეიძლება ჩაატარონ უნივერსიტეტებმაც, რაც შესაძლოა მათი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილიყო“, - აღნიშნავს ჯანაშია.

რატომ თქვა უარი მასწავლებლის სახლმა გარე პროვაიდერებს ჩაეტარებინა ტრენინგები  - აღნიშნული კითხვის საპასუხოდ სიმონ ჯანაშია რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს:

„ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ბარიერების დასახელება ხდება, თავიდან საუბრობდნენ რომ კანონმდებლობის ცვლილება იყო საჭირო, შემდეგ შიდა ბიუროკრატიული პრობლემები იყო.

მასწავლებლის სახლს ურჩევნია თავად გააკეთოს პროგრამების აღიარება, მაშინ როცა არსებობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ზოგადად სასწავლო და სატრენინგო  პროგრამების აღიარების კუთხით მუშაობს. ამას უკავშირდება დაფინანსების საკითხიც - უნდა გადაწყვიტონ კერძო ორგანიზაციებს სახელმწიფო დააფინანსებს თუ მასწავლებლები გახდებიან იძულებულნი თავად, საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ ეს თანხა. თუ სახელმწიფო დააფინანსებს, მხოლოდ აკრედიტაციის საკითხი არ იდგება, დგება იმის საკითხი როგორ უნდა შეირჩეს ეს პროვაიდერები, რომელსაც დააფინანსებს, რადგან აკრედიტებული შეიძლება უფრო მეტი იყოს ვიდრე ეს მასწავლებლის სახლს ენდომება.

შესაძლებელია შეირჩეს მასწავლებლის ვაუჩერული დაფინანსების მოდელიც, რომლითაც შემდგომ პედაგოგები თავად შეარჩევენ სხვადასხვა ტრენინგს, რამაც შეიძლება ტრენინგების ღირებულება უფრო გააძვიროს და იმაზე მეტი დახარჯოს ვიდრე ახლა ხარჯავს ყოველწლიურად“, - აღნიშნავს ჯანაშია და გვეუბნება, რომ ბოლო პერიოდში მისი დაკვირვებით მასწავლებლის სახლმა ტრენინგების ჩატარების კუთხით მიმართულება და მიზნები შეიცვალა.

„ახალი მიმართულება, რომელიც ბოლოს მასწავლებლის სახლმა აირჩია იყო ონლაინ სატრენინგო პროგრამების გაკეთება, პანდემიამდეც კი, რაც მათ საშუალებას აძლევდა რაც შეიძლება იაფად მოეცვა მასწავლებელთა დიდი რაოდენობა. კიდევ ერთი რაც დაემატა იყო მიზნების შეცვლა. ერთ-ერთი ახალი მიზანი ის არის, რომ არსებული მასწავლებლები კი არ დაატრენინგოს, არამედ სისტემაში ახალი პედაგოგები შემოიყვანოს და ისინი დაატრენინგოს, რომ შეძლონ საკლასო ოთახში სწავლების დაწყება“, - გვეუბნება განათლების სპეციალისტი.

მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე  საუბრობს განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა. მისი თქმით, იმისთვის რომ ხარისხი გაიზარდოს მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილეობა გარე პროვაიდერებმა მიიღონ.

„ზოგადად, საქართველოში პროფესიული განვითარება მთლიანად შესაცვლელია და გარე პროვაიდერების და გარე ფაქტორების ჩართვა არის მნიშვნელოვანი. მასწავლებლის სახლს ჰქონდა ეს მიმართულება დაწყებული, თუმცა სამწუხაროდ შემდგომ გაჩერდა ეს ყველაფერი. არადა, ეს გარე ფაქტორები მთელს მსოფლიოშია. მაგალითად, არსებობს მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციებია: გეოგრაფიის მასწავლებელთა ასოციაცია, ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია ა.შ. ერთი ტიპის ასოციაციები, გარე აქტორები და უნივერსიტეტები აკეთებენ ხოლმე ტრენინგებს. ეს არ უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებულად, რადგან ამით ხელს შევუწყობთ საგნობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბებას, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები იქნებიან ქვეყანაში. როცა სახელმწიფო თავად აკეთებს ამას და გარე პროვაიდერებსა და სერვისის მიმწოდებლებზე არ გააქვს ეს მომსახურება, ამ შეთხვევაში ეს სფერო ვერ ვითარდება.

ტრენინგებს რომ ეფექტი ჰქონდეს სახელმწიფო თავად არ უნდა აკეთებდეს. ახლა გვაქვს მოდელი, როდესაც სახელმწიფო თვითონ აკეთებს და თვითონვე აფასებს ჩატარებულ ტრენინგს. ასე, რომ გასაგებია რომ ხარისხის კონტროლი სათანადო დონეზე ვერ იქნება“, - აღნიშნავს აფხაზავა.

იხილეთ ასევე: რა უჯდება მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგები სახელმწიფოს? - წლიური თანხები

2 048-მა პედაგოგმა სტატუსი ტრენინგით აიმაღლა: 5-კრედიტიან პროგრამას კიდევ 3 561 მასწავლებელი ელოდება


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება