სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა 
29-11-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჩატარდება ონლაინ ლექციები და გაკვეთილები ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, იგივე თემატიკაზე ონლაინ-საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი, თეატრები გამართავენ იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება, ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, სამინისტრომ მოამზადა კულტურულ ღონისძიებათა აფიშა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებათა განრიგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება