სიახლეები
სიახლეები

სკოლის კლასტერი - რამდენ სკოლაში და რამდენ მასწავლებელს გამოუვლინდა კორონავირუსი?
22-09-2020
-
+


საქართველოში Covid-19-ის სკოლის კლასტერიც გაჩნდა და მონაცემებიც მზარდია. ჩვენ დღემდე გამოვლენილ სტატისტიკას გაგაცნობთ. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯერ არ გახსნილ სკოლაში, სწავლის დაწყებამდე 8 დღით ადრე გამოვლინდა. პირველი ფაქტი ზღვისპირეთში დაფიქსირდა. ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში ასწავლის და ორივეს თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.  

სწორედ ამ დღესვე მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ ბათუმისა და ქობულეთის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყებოდა. მიზეზად ტურისტული სეზონიდან გამომდინარე შიდა მობილობის გაზრდა დასახელდა.

ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა - ასეთი იყო რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია. ინფექცია ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორს, მოადგილეს, პედაგოგებს და საქმეთა მმართველს დაუდასტურდათ. 

ამ ფაქტს სასწავლო პროცესის განახლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება და ეპიდემიოლოგების მოწოდება მოჰყვა. სწავლის დაწყებამდე 4 დღე იყო დარჩენილი, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად დაიწყებოდა, დანარჩენ სკოლებში კი ტრადიციულად, საკლასო ოთახში განახლდებოდა. ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პედაგოგებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს  მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან და ჩაეტარებინათ ტესტირება. უწყებას აჭარაში ნამყოფი დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელი ჰყავდა აღრიცხული. ამასთან, ითქვა, რომ მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება უფასო იქნებოდა

რამდენიმე დღის შემდეგ კი გამყრელიძესვე ინფორმაციით, 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და ვირუსი 7 მათგანს დაუდასტურა. ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მიმართა პედაგოგებს და ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდა.

სწავლა დისტანციურად კიდევ 4 სოფლის სკოლაში დაიწყება - ეს ცნობა საზოგადოებას სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მიაწოდა. თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს და არ სკოლაში ვირუსის დაფიქსირების გამო. 

15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო დისტანციურად 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო. ასეთია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლის პირველი დღის მონაცემები.

ამის პარალელურად დღემდე არ წყდება კორონავირუსის სასკოლო საზოგადოებაში გამოვლენის ფაქტები. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ, კორონა გორსა და წყალტუბოში ერთი და იმავე დღეს გამოვლინდა. ვირუსი ტირძნისის საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს და სოფელ პატრიკეთის პედაგოგს 18 სექტებერს დაუდასტურდათ. 

შემდეგი სკოლა, სადაც პედაგოგსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა სენაკის მუნიციპალიტეტშია. დაწესებულება დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ხოლო ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ტესტირება ჩაუტარდა. 

კიდევ ერთი სკოლა, რომელიც covid 19-ის შემთხვევის გამო დაიხურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაა. ინფექცია დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი იზოლაციაშია. ტესტირება 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს  ჩაუტარდა. 

სკოლის პედაგოგის ინფიცირების ბოლო ფაქტი ფატალურად დასრულდა. ქუთაისში კორონავირუსით მასწავლებელი გარდაიცვალა, რომელიც სოხუმის პირველი სკოლაში ასწავლიდა. პაციენტი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, ის სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს. 

არცთუ ისე სახარბიელო ვითარების და სტატისტიკის ზრდი მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მოწოდება მაინც შემდეგია: „სკოლების დახურვის გადაწყვეტილება უკიდურესი ზომა უნდა იყოს - ამასთან, დროებითი და გამოყენებული მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, კორონავირუსის ინტენსიური გავრცელების ადგილებში“.

როგორ შეიცვლება ეპიდემიური ვითარება ჯერ კიდევ მწვანე ზონად მიჩნეულ ქვეყანაში, ამას ყოველდღიური ციფრები გვიჩვენებს. რაც შეეხება სკოლის კლასტერს, ინფიცირებულთა ზუსტი მონაცემები უცნობია. რადგან პაციენტის გამოვლენის შემდეგ ასეთი პროტოკოლი მოქმედებს - მისი ყველა კონტაქტი იტარებს ტესტირებას, ეს მონაცემები კი საბოლოოდ, ცალკე არ ქვეყნდება და საერთო სტატისტიკაში ირიცხება. დაზუსტებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსი საქართველოს 6 და ოკუპირებული სოხუმის 1 სკოლაშია დადასტურებული. სკოლის ინფიცირებული თანამშრომლები, რომელშიც პედაგოგები და ადმინისტრაცია შედის არის 30-ზე მეტი, ხოლო მოსწავლე - 3. იმედია, სიტუაცია უფრო არ დამძიმდება და დისტანციური სწავლება დღის წესრიგში ყველა სკოლისთვის არ დადგება. ბოლო ინფორმაციით, სკოლები 1 ოქტომბერს საკლასო განათლებაზე უნდა გადავიდნენ. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება