| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსით სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, ის სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ პედაგოგმა ფეისბუკზე მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაინფიცირებამდე, „არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის“.
„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენს შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“ - დაწერა ლუდმილა ანუამ.
გარდაცვლილი ოკუპირებული სოხუმის #1 სკოლის პედაგოგი იყო, მომხდარი ფაქტის გამო დაწესებულება დროებით დაიხურა. სკოლის მოსწავლეები კი 2-კვირიან კარანტინს საკუთარ სახლებში გაივლიან. სოხუმის #1 სკოლის დირექტორის განმარტებით, ფაქტის შესახებ დირექციას კვირას აცნობეს. მან ეპიდსიტუაციის შესახებ ე.წ. „განათლების მინისტრს“ აცნობა, რომელმაც მოსწავლეების 2 კვირით დათხოვნის განკარგულება მისცა.
გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევები სკოლის ხუთ კლასში გამოვლინდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 939 შემთხვევაა გამოვლენილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი