სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების დახურვა უკიდურესი და დროებითი ზომა უნდა იყოს - ჯანმო
16-09-2020
-
+


მსოფლიოში მილიონობით ბავშვი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლებში არ დადიოდა, ამიტომ, ახლა, სასწავლო დაწესებულებები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს. ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა. 

„სკოლების დახურვის გადაწყვეტილება უკიდურესი ზომა უნდა იყოს - ამასთან, დროებითი და გამოყენებული მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, კორონავირუსის ინტენსიური გავრცელების ადგილებში“,- აღნიშნა ჯანმოს გენდირექტორმა.

ამასთან, გებრეიესუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი არ უნდა შეწყვიტონ და ამის მიღწევა ონლაინ-სწავლების წყალობით არის შესაძლებელი. სკოლების დახურვის პერიოდში კი, აუცილებელია ყველა ღონისძიების გატარება, რომლებიც მოსწავლეების მერხებთან დაბრუნების შემდეგ ინფექციის გავრცელებას აღკვეთავს. 

„ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ეს არის არა მხოლოდ სკოლების, მთავრობების ან ოჯახების ამოცანა, არამედ ყველასი და თითოეულის“, - დასძინა ჯანმოს გენდირექტორმა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ დაიწყო, 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კი სასწავლო პროცესი დისტანციურად განაახლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება