| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
თანამშრომლებს დაინფიცირებულთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდათ, რის გამოც ყველა პედაგოგს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს ვერ განახლდება. დირექციის სურვილია, რომ სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყოს.
„ვთხოვთ განათლების სამინისტროს, საშუალება მოგვცეს რომ სწავლა 1 ოქტომბერს მაინც დავიწყოთ. სამწუხაროდ, პირველკლასელთა ინტერესების გათვალისწინებით 15 სექტემბერს ახალ სასწავლო პროცესს დისტანციურად ვერ განვაახლებდით“,-აღნიშნა დირექტორმა ჯეირან კოღუაშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში 5882 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.
ასევე იხილეთ: ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - რომელ სკოლაში ასწავლის ინფიცირებული პედაგოგი?
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა