სიახლეები
სიახლეები

„დღე-დღეზე გამოცხადდება რეგისტრაცია“ - ვის მიეცემა მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე გასვლის უფლება?
01-09-2020
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლები აღარ იქნებიან და ამ ინფორმაციამ ძალიან ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია. საქმე ის გახლავთ, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდისთვის, რომელიც შემოდგომით უნდა ჩატარდეს, რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და შესაბამისად, მასწავლებლებს, რომელბმაც რეგისტრაცია არ ან ვერ გაიარეს, მალე სკოლების დატოვება მოუწევთ.

სწორედ ამის გამო, პედაგოგები ითხოვდნენ პრაქტიკოსების გამოცდისთვის დამატებით რეგისტრაციას და როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, მალე განათლების სამინისტრო ახალ რეგისტრაციას დააანონსებს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ჩვენთან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე, რომელიც განმარტავს, რომ პედაგოგებმა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იცოდნენ, კომპეტენციის ვერდადასტურების შემთხვევაში, ერთ დღეს აუცილებლად დადგებოდა სკოლებში მათი დარჩენა-არდარჩენის საკითხი:

„ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ განათლების სამინისტროსთან საკითხი საბოლოოდ შეთანხმებულია და პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდისთვის რეგისტრაცია დღე დღეზე გამოცხადდება. ეს არის განათლების სამინისტროს კიდევ ერთი მხარდაჭერა და ლოიალური დამოკიდებულება მასწავლებლებისადმი; მასწავლებლები ასახელებენ მიზეზად კორონავირუსს, პანდემიას, რამაც რეგისტრაციის წინ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანა - ზოგი რაიონში წავიდა, სადაც ინტერნეტის შეფერხება იყო, ზოგი მობილურით წარმართავდა ონლაინ-გაკვეთილებს და შესაბამისად, გვაქვს ისეთი მაგალითებიც, პედაგოგმა ტელეფონით გაიარა რეგისტრაცია, რომელიც ეგონა, წარმატებით დასრულდა და მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ გაარკვია, რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონია. მასწავლებლებმა რომ ვერ გაიარეს რეგისტრაცია, ერთი მხრივ არ აქვს გამართლება, მეორე მხრივ კი იყო ხელშემშლელი ფაქტორები და საბოლოო ჯამში, სამინისტროს მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება - რეგისტრაცია უნდა გამოცხადდეს!“, - აღნიშნავს მაია კობახიძე და განმარტავს, კონკრეტულად, რომელ პრაქტიკოს პედაგოგებს მიეცემათ გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლის შანსი:

„არის შემთხვევები, პედაგოგებს აქვთ არათუ სავალდებულო 19, არამედ ბევრად მეტი კრედიტქულა, რეგისტრაცია კი არ გაუვლიათ - სამინისტრომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი, შედის მათ მდგომარეობაში და დღე დღეზე გამოცხადდება რეგისტრაცია გამოცდისთვის; მაგრამ უფრო მწვავედ დგას საკითხი იმ პედაგოგებისთვის, ვისაც არ აქვს შიდასაგაკვეთილო დაკვირვება გავლილი - მათ გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.

ვისაც შიდასაგაკვეთილო დაკვირვება გავლილი არ აქვს, ეს მასწავლებლები უკვე არიან მაძიებლები და მათ სკოლაში შემობრუნების უფლება მიეცემათ, მხოლოდ და მხოლოდ, მაძიებლების გამოცდების ჩაბარების შემდეგ ოღონდ არა 1,4,7 ნაწილობრივი კრედიტქულის მიღების უფლებით, არამედ უნდა გადალახონ დაწესებული ბარიერი. სკოლებმა უკვე მიიღეს გაფრთხილება ისეთ პედაგოგებზე, რომლებსაც არ აქვთ გავლილი შიდასაგაკვეთილო დაკვირვება და მათთან უნდა შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება. შემდეგ ისინი  პროფესიაში შემოსვლის სხვა რეგულაციებით ისარგებლებენ, რათა კვლავ დასაქმდნენ სკოლაში და  ყველაზე მძიმე ჩვენთვის ეს პროცესია“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხანძარი ზუგდიდის საბავშვო ბაღში

სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო  - განაცხადის ვადები და ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია 

მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან საყვედურს მიიღებს და შესაძლოა სკოლიდანაც დაითხოვონ - სოცქსელების აკრძალვა საფრანგეთში და ახალი რეგულაციები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026 ? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

ხელფასები 1880-დან 5000 ლარამდე განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება აკადემიკოსებსა და  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ეხება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება