სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩაიჭრა - რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები?
31-08-2020
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებში პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიისა და ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, წინა წლების მსგავსად აბიტურიენტებში პოპულარული მიმართულებები წელსაც სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკაა.

„ფიზიკასა და გეოგრაფიაში, ამ ორ არასავალდებულო საგანში იყო ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი. დანარჩენ საგნებში მეტნაკლებად, სადღაც 6%-დან იწყება ჩაჭრები და 30%-დან 40%-მდე ადის.

შემიძლია გითხრათ ყველაზე მეტი პროგრამა, როგორც პირველი არჩევანი რამდენმა ჩაწერა. პირველ პროგრამად აბიტურიენტებმა აირჩიეს სოციალური მეცნიერებები, როგორც წინა წლებში წელსაც იურისპრუდენცია, დიპლომირებული მედიკოსი, ბიზნეს ადმინისტრირება არის პოპულარული, ასევე უფასო ფაკულტეტები, მათ შორის ეკონომიკა განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვები და პანდემიის გამო მოემატებათ თუ არა ქულა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს - სოფო გორგოძე დეტალებზე

500-მდე აბიტურიენტი ყველა საგანში ზღვარის გადალახვის მიუხედავად, სტუდენტი ვერ გახდა - მიზეზს სოფიო გორგოძე განმარტავს

წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, გრანტი კი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება