სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვები და პანდემიის გამო მოემატებათ თუ არა ქულა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს - სოფო გორგოძე დეტალებზე
31-08-2020
-
+


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთანავე, აბიტურიენტებისთვის ტრადიციულად აქტუალური ხდება ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვების შესახებ. 

იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები ​- შეკითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე უპასუხა: 

„მეორადი ჩარიცხვები რამდენიმე წელია აღარ არის. თუ წინა პერიოდში აბიტურიენტებს 2-3 პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, შემდეგ გაიზარდა, თუმცა მაინც ლიმიტირებული იყო პროგრამათა არჩევა, ბოლო წლებია მათ განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ პროგრამების არჩევა, შესაბამისად, მეორადმა ჩარიცხვებმა აზრი დაკარგა. აქედან გამომდინარე, მეორადი ჩარიცხვები წელსაც არ იქნება“, - აცხადებს გორგოძე. 

რაც შეეხება აბიტურიენტებისთვის ქულის მომატების საკითხს, ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი ვიდრე გასულ წელს და ქულების მომატება ლოგიკაში არ ჯდება. 

„შესაბამისად, ის რომ წელს განსაკუთრებით რთული პირობები იყო და ამიტომ უნდა მოემატოთ აბიტურიენტებს ქულა მგონია, რომ ლოგიკას მოკლებულია“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სთხოვენ, გაითვალისწინონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რადგან პანდემიის გამო მათ ვერ შეძლეს გამოცდებისთვის სათანადო მომზადება.

ასევე დაგაინტერესებთ: 

წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, გრანტი კი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა

500-მდე აბიტურიენტი ყველა საგანში ზღვარის გადალახვის მიუხედავად, სტუდენტი ვერ გახდა - მიზეზს სოფიო გორგოძე განმარტავს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება