სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმედოვნებთ სექტემბერში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა“- სკოლის დირექტორები და პედაგოგები სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებს გვიზიარებენ
22-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში დირექტორები და პედაგოგები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ონიანი:

„იმედი მაქვს, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგება, თუმცა მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე სკოლა ონლაინ რეჟიმით სწავლებისთვისაც მზად არის. სასაშის საჯარო სკოლა ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და სასექტემბროდ ახალი რეკომენდაციების მიღებას ელის“. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი:

„ჩოლურის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, საკლასო ოთახების ფართობი დისტანციის დაცვის საშუალებას იძლევა, სკოლას სადეზინფექციო ინვენტარიც შეძენილი აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეპიდემიულოგიური სიტუაცია არ გართულდება და სექტემბერში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა. მოსწავლეებს სკოლა ძალიან ენატრებათ და დიდი სურვილი აქვთ დაბრუნების“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გველებიანი:

„სასექტემბრო სურვილია სკოლაში დაბრუნება. მელეს საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სკოლის ფართობი და მოსწავლეთა რაოდენობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების საშუალებას იძლევა. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენის სურვილი აქვთ და მზადყოფნაში არიან პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას შემართებით ელოდებიან:

„ქარცეფის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას შემართებით ველოდებით. ჩვენი სურვილია სწავლა საკლასო ოთახებში, ჩვენს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად განახლდეს. მოსწავლეებთან ურთიერთობა გვაძლევს სტიმულს, ხალისით შევასწავლოთ მათ ახალი მასალა, მაგრამ თუ ვირუსის გამო გვექნება შეფერხება ამ მდგომარეობასაც გაგებით მოვეკიდებით, სასიამოვნოც კი არის ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, რადგან ონლაინ გაკვეთილსაც აქვს თავისთავად დადებითი მხარეები“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება