სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უსამართლობა! ძალიან გავბრაზდი; კიდევ ერთხელ დავკარგეთ შანსი სკოლაში მოხვედრის“ - მაძიებელი მასწავლებლები პრაქტიკოსების გამოცდის გადატანაზე
20-07-2020
-
+


მაძიებელი პედაგოგები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ზაფხულში აღარ ჩააბარებენ. მაძიებლები ამბობენ, რომ სკოლაში მასწავლებლები თანაბარ პირობებში არ არიან და არც სკოლაში დასაქმების მსურველებს ეძლევათ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის შანსი. მაძიებლების ნაწილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მიცემულ შანსს პოლიტიკას უკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ შეღავათი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

კომენტარები ასეთია:

„პრაქტიკოსს, რომელსაც 1 კრედიტი აქვს მოსაპოვებელი, ვადა გადაუწიეს და მაძიებელს, რომელსაც 10 კრედიტს სთხოვენ, არანაირი შეღავათი“.

„ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავკარგეთ შანსი სკოლაში მოხვედრის. არ გამოცხადდება, ალბათ, არც დაიდება ვაკანსიები“.

„ამგვარი შეღავათები მხოლოდ ახალი თაობის საზიანოდ იმოქმედებს. მომავალ თაობას განათლებას ისევ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები მისცემენ, რომლებიც 15 წელი ასწავლიან სკოლაში და თავიანთ პროფესიულ საგანს ვერ აბარებენ (არაერთი ცდის მიუხედავად)“.

მაძიებელი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები პეტიციის შედგენას აპირებენ და თანაბარ პირობებს მოითხოვენ.
















განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სწორედაც მაძიებლებისა და მასწავლებლობის მსურველების სასარგებლოდ მიიღეს. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, მასწავლებლობის მსურველებს ზაფხულში გამოცდის ჩაბარების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ შემოდგომიდან მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე ისწავლონ და დრო აღარ დაკარგონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება