სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ვაშლები დიდი შესვენების დროს დარიგდება
13-09-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სკოლებში ვაშლი დიდი შესვენების დროს დარიგდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ''მაესტროს'' პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

''ჩვენ ვაბრუნებთ სკოლაში დიდ შესვენებას, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ იმიტომ მივიღეთ, რომ ბავშვებს წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ, ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი შესვენების დროს დარიგდება ვაშლები, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს,'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დიდი შესვენების აღდგენა ალექსანდრე ჯეჯელავამ მაისის თვეში დააანონსა. ბრძანება კი სექტემბრში შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ვაშლების შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ვაშლები თბილისის 10 საჯარო სკოლაში დარიგდება. პროექტის მიზანია სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება