სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ვაშლების ამოცანაა, რომ ჩვენი ბავშვები გაჯანმრთელდნენ'' - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
11-09-2017
-
+


''ვაშლების ამოცანაა, რომ  ჩვენი ბავშვები გაჯანმრთელდნენ'' - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმედის ეთერში ისაუბრა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე დასძინა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მმართულებით სკოლებში ცუდი ვითარებაა:

''ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით სკოლებში ცუდი ვითარებაა. სპორტში ჩართულობა ძალიან დაბალია. სადაც სპორტული დარბაზებია, იქაც კი ძალიან დაბალი ჩართულობაა სპორტში. ბავშვები არ ჩადიან ეზოში და მათი ფიზიკური აქტივობა არის დაბალი. ამის დაბრალება მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე კი არ არის სწორი. რეზინობანას ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. საქართველოში 580 სკოლაა ისეთი, სადაც საერთოდ არ არის სპორტული დარბაზი და სადღაც 500 მილიონ ლარამდეა საჭირო, რომ ყველა სკოლაში სპორტული დარბაზი ავაშენოთ. ჯერ-ჯერობით დარბაზი ყველგან არ გვექნება. თუმცა გვექნება ძალიან ორიგინალური ალტერნატივები. მაგალითად, ტანვარჯიშის ასოციაციამ შემოგვთავაზა, რომ სკოლებში, სადაც დარბაზი არ არის, შეიძლება შვედური კედლები იყოს, ანუ შეიძლება კორიდორი სპორტული აქტივობებისთვის გამოვიყენოთ. ჩვენ ვიცით, რომ მდიდარი ქვეყანა არა ვართ და სადამდეც საბანი გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ.''

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება