სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ვაშლის დარიგების საპილოტე პროექტმა შესაძლოა, კვების ფესტივალის სახე მიიღოს
08-09-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ვაშლების დარიგებისთვის ემზადება. როგორც სამინისტროს პროექტების მენეჯერი მაია მუშკუდიანი აცხადებს, უწყება ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებზე მუშაობს.

''ამ მომენტისთვის ტექნიკური სამუშაოების დამუშავება მიმდინარეობს, რათა ტენდერი რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს. გვინდა, 18 სექტემბრიდან ერთ კვირაში სკოლებს ვაშლები უკვე მივაწოდოთ. ამ ეტაპისთვის ვაშლის ტენდერს რა თანხა დასჭირდება, ზუსტად არ ვიცით, ეს ითვლება და ტენდერის გამოცხადებასთან ერთად გახდება ცნობილი'', - აღნიშნა მაია მუშკუდიანმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ვაშლის ჯიშზე შეზღუდვა არ იქნება, თუმცა გაწერილია რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ხილი უნდა აკმაყოფილებდეს. 

''გაწერილი გვაქვს მახასიათებლები, რომ ვაშლი იყოს საღი, ზედაპირი არ იყოს დაზიანებული, წონით არ უნდა იყოს 150 გრამზე ნაკლები და ა.შ. ჩვენ ვაშლის ჯიშებიც შევადარებინეთ ერთმანეთს და როგორც ნუტრიციოლოგებმა გვითხრეს, ვაშლის ყველა ჯიში სასარგებლოა, მათ შორის სარგებლიანობის კუთხით განსხვავება არაა'', - განაცხადა მაია მუშკუდიანმა. 

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სკოლებში ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია იქნება. როგორც მან აღნიშნა, საპილოტე რეჟიმში თბილისის 10 დიდი სკოლა შეირჩა, თითო რაიონიდან ორ-ორი სკოლა. პროექტში დაახლოებით 20 000 ბავშვი ჩაერთვება. ბავშვებს ხილი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ. საპილოტე პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

მაია მუშკუდიანის განცხადებით, მოფიქრებულია ვაშლების მიწოდებისა და მისი სკოლაში განთავსების სქემა. რაც შეეხება კამპანიას, მისი გაგრძელების პერსპექტივა შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება და არ არის გამორიცხული, კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. 

''ვაშლების დარიგება განხორციელდება ასე: სამინისტროსგან ვაშლები სკოლას მიეწოდება გარეცხილი და გამშრალებული ანუ სუფთა მდგომარეობაში და ისინი განთავსდება სკოლის დერეფნებსა და ბუფეტში მდგარ ლარნაკებში. შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის. რახან ამას საპილოტე სახე აქვს, შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, მომავალში სხვა სკოლებში რა სახით გაგრძელდეს ეს კამპანია. შეიძლება ამან მომავალში კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. ამ ეტაპზე სხვადასხვა კამპანია გვაქვს მოფიქრებული. ხილისა და კონკრეტულად ვაშლის თემაც ამ იდეის ერთ-ერთი მცირე კომპონენტია. ვნახოთ, რა შედეგებზე გაგვიყვანს'', - აცხადებს მაია მუშკუდიანი. 

წყარო: 1tv.ge

ალექსანდრე ჯეჯელავა: ''სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყება''


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება