სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი პედაგოგების გარჯა მაძლევს იმედს, რომ ყველა გამოწვევას მომავალშიც გაართმევენ თავს“ – ორღულის საჯარო სკოლის დირექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა
11-06-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი ​კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, სკოლებს სწავლის დასრულება დისტანციურად უწევთ. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე სასწავლო წელს აფასებს და პანდემიის პერიოდში გაკვეთილების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის დეტალებს გვიამბობს:

ონლაინ გაკვეთილები, რაც მოჰყვა პანდემიას, საუკეთესო გამოსავალი იყო შექმნილი სიტუაციიდან. თუმცა, არავისთვის არ იყო მარტივი. ჩვენი სკოლის პედაგოგებმა პირველივე დღეებიდანვე გაითავისეს არსებული მდგომარეობა და ერთმანეთის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით შექმნეს მზაობა, გამკლავებოდნენ არსებულ გამოწვევას.             

აქტიური მუშაობა გაჩაღდა მშობლებთან, რომ ბავშვებისთვის ტექნიკური პრობლემები მოეგვარებინათ. მათ მაქსიმალურად შეძლეს მოსწავლეთა ჩართულობა. თავდაპირველად, მოსწავლეებთან და მშობლებთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენეთ, მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი სოციალური პლატფორმა, მესენჯერი და შემდგომ, გადავინაცვლეთ  სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ „თიმსის“ პლატფორმაზე. ყოველივე ეს განხორციელდა სრულიად უმტკივნეულოდ. მართალია, თავდაპირველად ზოგიერთ მასწავლებელს ტექნიკური მხარე ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ, საამაყოა ის, რომ ამით მოსწავლეები არ დაუღალატებიათ. ყველა მასწავლებელმა გააცნობიერა აღნიშნული საჭიროება, მთელი მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებთან  იმუშავეს გმირული თავდადებით, მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად.

აქვე მინდა აღვნიშნო პრობლემები, რომელიც მოსწავლეებთან არსებობდა. ზოგიერთ მოსწავლეს არ ჰქონდათ ინტერნეტის საშუალება, ზოგიერთთან, ოჯახიდან ერთი ტელეფონით რამდენიმეს უწევდა გაკვეთილებზე ჩართვა, ზოგიერთი მოსწავლე „თიმსში“ ვერ ერთვებოდა. ეს ყველაფერი მასწავლებელს აწვა ტვირთად. ასეთი მოსწავლეები პროგრამას რომ არ ჩამორჩენილიყვნენ, მასწავლებელი ინდივიდუალურად მუშაობდა მათთან ტელეფონით ან მესენჯერით. ეს ყველაფერი გმირობაა, სხვა სახელს ვერც დავარქმევთ ამას. ექიმების შემდგომ, მასწავლებლები, მართლაც რომ ამ დროის გმირები არიან. სკოლის პედაგოგების მიმართ, მათი უანგარო  თავდადებისათვის, მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება.

საინტერესო, რაც ახლდა ონლაინ გაკვეთილებს ისაა, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა აღმოვაჩინეთ მუშაობის, ურთიერთკავშირის სხვა მიმართულებები, შეიძინეს სხვადასხვა უნარები, რასაც ჩვეულებრივ სასწავლო პროცესშიც სიამოვნებით გამოვიყენებთ.

სასწავლო წელი დასრულდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ტკივილმა გაიარა, პრობლემა გრძელდება. განვლილი დროის განმავლობაში ჩვენი სკოლის პედაგოგების გარჯა მაძლევს იმის იმედს, რომ ყველა გამოწვევას მომავალშიც ქედუხრელად გაართმევენ თავს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორღულის
საჯარო სკოლის დირექტორი
მელანია ჩხიტუნიძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება