სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მილიონ ლარს გადააჭარბა მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულმა აქტივობებმა - დეტალები
27-10-2025
-
+


დღეს, 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც განათლების სამინსტრო პრემიის კონკურსში მონაწილე 10 გამარჯვებულ პედაგოგს გამოავლენს. მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქტივობებისთვის და პედაგოგების დასაჯილოდებლად გამოყოფილმა თანხამ ჯამში მილიონ 200 ათას ლარს გადააჭარბა.

გამარტივებული წესით შესყიდული მომსახურეობები განათლების სამინისტრომ და მასწავლებლის სახლმა 1105  288 ლარი დახარჯეს ამას ემატება 10 პედაგოგის დასაჯილდოებლად გამოყოფილი 100 000 ლარი. etaloni.ge აქამდეც წერდა, რა თანხებთან იყო დაკავშირებული მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება და მასთან დაკავშრებული სხვა აქტივობები, თუმცა ამჯერად გვინდა საზოგადოებას სრული სურათი დავანახოთ. 

მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის, რომელიც ოპერაში 27 ოქტომბერს გაიმართება განათლების სამინისტრომ 628 288.88 ლარი გადაიხადა - იხილეთ, რა არის დაგაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში: მუსიკალური ნომრები, ფურშეტი, დეკორაციები... 

დამატებით, 288 000 ლარი გადაიხადა განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ საიმიჯო ვიდეორგოლში, როემლიც 45 წამიდან 90 წამამდე იქნება.  ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა 189 000 ლარი გამოყო პედაგოგებისთვის მიძღვნილი სიმღერის - „მასწავლებლის ჰიმნის“ვიდეორგოლის გადაღებისთვის. აქვე აღვნიშნავთ რომ სიმღერის ტექსტი ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია, უცნობია სიმღერის ავტორიც, და ისიც, რა თანხა დაიხარჯა და როგორ შეირჩა პირი, რომელსაც ტექსტი უნდა დაეწერა. ცალკე თანხაა განსაზღვრული გამარჯვებული პედაგოგებისთვის პრემიის ფარგლებში გამარჯვებულ თითოულ პედაგოგს 10 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად. უწყება სულ 10 პედაგოგს გამოავლენს. მხოლოდ ამ თვალსაჩინო ხარჯებით თუ ვიმსჯელებთ 2025 წელს მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა 1 205 288 ლარი დაჯდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება