სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი, მათი ფუნქცია კი შეიცვლება - დაასახელეს თარიღი, როცა პედაგოგებს რობოტები ჩაანაცვლებენ
23-10-2020
-
+


მოულოდნელად თავსდატეხილმა პანდემიამ ადამიანები გვაიძულა, უარი გვეთქვა ურთიერთობებზე, სახლში დავრჩენილიყავით და ასე გვემუშავა. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უხილავი ვირუსი ასე დააშორებდა ერთმანეთს, თუმცა ეს უკვე რეალობაა. ეს გამოწვევა სასწავლო პროცესსაც შეეხო, საქართველოს ათასობით მასწავლებელი გაკვეთილებს სახლიდან ატარებდა. 

ბრიტანელი განათლების ექსპერტი ენტონი სელდონი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამბობდა, რომ 2027 წლისთვის მასწავლებლებს რობოტები ჩაანაცვლებენ. სელდონი არის პირველი ადამიანი, რომელმაც კონკრეტული თარიღი დაასახელა, თუ როდის უნდა ველოდოთ მასწავლებლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სამსახურის გარეშე დატოვებს, ამაზე დიდი ხანია მსჯელობენ. რობოტებს უკვე იყენებენ ბირთვული კატასტროფის ადგილებში ნარჩენების დასასუფთავებლად, მშენებლობაზე. მათ შეუძლიათ იყვნენ ფინანსური ექსპერტები და სახლის დალაგებაშიც კი მოგეხმარონ. თუმცა მასწავლებლების ჩანაცვლება რობოტებით? ეს თითქოს დაუჯერებელია. 

მასწავლებლობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და გარდა საგნის ცოდნისა, რომელსაც სკოლაში ასწავლის პედაგოგი, ერთდროულად რამდენიმე უნარს მოითხოვს. მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეების მეგობარი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი და რაც მთავარია მრავალმხრივი, რომ შეძლოს ყველა მოსწავლეს მიაწოდოს საჭირო ცოდნა და უნარები.

ენტონი სელდონი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მასწავლებელს მხოლოდ დისციპლინის უზრუნველყოფის ფუნქცია ექნება. ხოლო რობოტი მასწავლებლები შეძლებენ ყველა ბავშვი ჩართონ სწავლის პროცესში, მათ ექნებათ უნარი, აღიქვან მოსწავლეების ხმა, დააკვირდნენ მათ სახეებს და მიხვდნენ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია.

ბრიტანელი განათლების ექსპერტის თქმით, რობოტ მასწავლებლებს კიდევ რამდენიმე უპირატესობა ექნებათ, ისინი არასოდეს დააგვიანებენ სკოლაში და არასოდეს გააცდენენ გაკვეთილს ავადმყოფობის გამო.

ენტონი სელდონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან პროფესორების ნაწილი. University College London Knowledge Lab-ის პროფესორი როუზ ლაკინი ფიქრობს, რომ ვერცერთი ციფრული სისტემა ვერ შეძლებს, რომ ადამიანს კონკურენცია გაუწიოს ამ სფეროში.

„არ მჯერა, რომ რობოტს შეუძლია იმ ყველა მოვალეობის შესრულება, რასაც ადამიანი ყოველდღე ახერხებს, ასევე არ მჯერა, რომ რომელიმე რობოტი შეძლებს განივითაროს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა, რაც ადამიან მასწავლებლებს შეუძლიათ“,-აღნიშნა ლაკინმა.

თუმცა როუზ ლაკინი თანხმდება იმ მოსაზრებას, რომ განათლების სისტემის განვითარების პროცესში ადამიანურ რესურსთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც მნიშვნელოვანია.

მასწავლებლების რობოტებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა ცნობილი ბრიტანელი ბლოგერი ტერი ჰეიკიც:

„ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ერთ დღესაც, რობოტები ყველა ჩვენგანის ჩანაცვლებას შეძლებენ. რობოტები იმუშავებენ ფაბრიკა-ქარხნებში. რობოტები შეძლებენ ჩვენი სახლების დასუფთავებას, ისინი დაგვისვამენ დიაგნოზს საავადმყოფოებში. ისინი ლექსებსაც კი დაწერენ და შემოგვთავაზებენ შესანიშნავი მუსიკალური ჟღერადობის სიმფონიებს.

წარმოიდგინეთ, ადამიანები კი არა, თავად რობოტები შექმნიან  ასეთ რობოტებს. ასე, რომ ძალიან მალე ყველგან აღმოვაჩენთ მეტალის არსებებს, რომლებიც გაგვიმარტივებენ ცხოვრებას. თუმცა ორაზროვანია „ცხოვრების გამარტივებასთან“დაკავშირებული შეხედულებებიც.

მთავარი კითხვა, რასაც ვეხებით არის ის თუ, როდის დადგება დღე, როცა რობოტები იქნებიან სასწავლო კაბინეტებში მასწავლებლების ნაცვლად.  პირველ რიგში, ამ მოვლენის უკეთ წარმოსადგენად უნდა მოვახდინოთ იმის ვიზუალიზაცია, თუ როგორ ასწავლიან ერთდროულად მასწავლებლები და რობოტები, რა სახის სასწავლო პროგრამა იქნება შემუშავებული?

როდესაც რობოტები შეცვლიან მასწავლებლებს:

მასწავლებლებს მოუწევთ ბავშვების დარწმუნება, რომ ელაპარაკო, უსვამდე კითხვას და აბარებდე სასწავლ მასალას რობოტს, სულაც არ წარმოადგენს სიგიჟეს…

მასწავლებლებს უფრო მეტი დრო დარჩებათ იმუშაონ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებთან, დააკვირდნენ მათი სოციალიზაციის პროცესს, ოჯახში აღზრდას, კომუნიკაციას სხვა ბავშვებთან და ა.შ.

მასწავლებლებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი. ალბათ, არ ელოდით ამას რომ ვიტყოდი, როდესაც ამ სტატიის წასაკითხად შემოხვიდოდით. დიახ, მასწავლებლებს ექნებათ მეტი შემოსავალი, რადგან მათ დაეკისრებათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციები. რაც გულისხმობს მასწავლებელ რობოტებისა და მოსწავლეების კომუნიკაციას, არსებული ნაპრალის შევსებას.

მასწავლებლები შეძლებენ იმ სიტუაციების მართვას, რომელშიც რობოტები მოსწავლეებისგან წამოსულ ირონიას, სიბრალურს, აფექტურობას, მოთმინებას, ცნობისმოყვარეობას, ვერ აღიქვამენ,“- წერს ცნობილი ბრიტანელი ბლოგერი ტერი ჰეიკი საკუთარ ვებ-საიტზე.

დღეს, პანდემიის პირობებში, რობოტების მიერ მასწავლებლების ჩანაცვლების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სტუდენტები და მოსწავლეები 10- ჯერ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიიღებენ განათლებას რობოტებისგან, ვიდრე ადამიანებისგან.  

თუ ენტონი სელდონის მოსაზრება გამართლდა, მასწავლებლებს რობოტების გარეშე სკოლაში მუშაობის 7 წელიღა დარჩათ, შემდეგ კი მეტალის მეგობრებთან ერთად მოუწევთ მომავალ თაობაზე ზრუნვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება