სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდა
03-06-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი თემაზე - „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება „განათლების სისტემის გამოწვევები“ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდა. მასწავლებელმა, დისკუსიის ფარგლებში, კონფლიქტის გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა და ექსპერტებს საკუთარი შეხედულებები წარუდგინა.  

„2020 წლის 28 მაისს ხუთშაბათს 17:00სთ-18:30 სთ  ონლაინ პლატფორმა „ზუმში“ „მშვიდობის და განვითარების ცენტრის  ინიციატივით“ (CPCD) მოეწყო ონლაინ დისკუსია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება „განათლების სისტემის გამოწვევები“.

ონლაინ დისკუსიაზე მიწვეულნი იყვნენ  ექსპერტები  კონფლიქტოლოგიის დარგში და  ასევე სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

მომხსენებლები  იყვნენ:

ივანე აბრამაშვილი -„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი: ნათია ჭანკვეტაძე - მკვლევარი, სამშვიდობო განათლების სპეციალისტი.

მოდერატორი ნინო კალანდარიშვილი - „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე.

ონლაინ  დისკუსია მიჰყავდა ეთიკო ბენდელიანს.

შეხვედრის მიზანი იყო მოეხდინათ საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების, კოორდინაცია. ონლაინ დისკუსია გაიხსნა უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების განვითარებისა და ინტეგრაციის შესახებ გზების ძიებით რეკომენდაციებით, რომელებიც პროექტით გათვალისწინებულ  დოკუმენტში იქნება ასახული.

პროექტის ისტორიულ გასაყარზე, „სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ ხორციელდება  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“, „კავკასიურ სახლთან“  თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების  მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.       

საკითხი შეეხო აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტებს.

ექსპერტებს აინტერესებდათ  რამდენად არიან  გათვითცნობიერებულები მოსწავლეები ამ კონკრეტული საკითხების ირგვლივ, აქვთ თუ არა საკმარისი  ლიტერატურა სკოლებს კონფლიქტის გადაჭრის რა მექანიზმებს იცნობენ.

დისკუსიამ საინტერესო სახე მიიღო. ქალბატონმა ლამზირამ კონფლიქტის გადაჭრის  სხვადასხვა ხედვებზე ისაუბრა, ექსპერტებს  საკუთარი ხედვა წარუდგინა  რომ შეეტანათ სახელმძღვანელოში  შუა საუკუნეებში საქართველოში  მოქმედი   „მანდილის ინსტიტუტი, რათა  მოსწავლეებმა შემდგომში  კარგად გააცნობიერონ მისი არსი, საუბარი ეხებოდა თამარ მეფის და ყუთლუ არსლანის დაპირისპირებას.  მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოებში ინფორმაცია მწირია, მოითხოვს ძიებას, არქივებიდან მასალების ამოღებას, საკმაოდ დიდი შრომას, რათა მივიწყებული, მიჩქმალული ინფორმაციები განახლდეს და მოსწავლეებამდე მივიდეს, ასევე გასათვალისწინებელია ამ კონკრეტული საკითხის მცირე დოზით შეტანა სამოქალაქო განათლებაში, რელიგიის ისტორიაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიაში, და ისტორიაში კი უფრო გავრცობილად.

ეს იყო პირველი შეხვედრა. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მოიწვევენ კიდევ რამდენიმე შეხვედრას, რომელსაც ექნებოდა უფრო სიღრმისეული წვდომა და სახელმძღვანელოში შეიტანენ იმ ცვლილებებს, რასაც მოისმენენ  სამოქალაქო განათლების  პედაგოგებისგან.

ექსპერტებმა ჩაინიშნეს სტუმრებისგან  მიღებული ინფორმაცია, რეკომენდაციები. საუბარი შეეხო გამოწვევებს,  რისკებს მათ შეკითხვებზე: თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა  ისწავლონ კონფლიქტის გადაჭრის  მრავალფეროვანი ხედვები და რა აქტივობები იქნება გამოყენებული, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან მიიღეს პასუხები, რომ ეს იქნება  ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორიცაა: დისკუსია, დებატები, პროექტული სწავლება, თავისუფალი გაკვეთილები, სიმულაციური თამაშები. სენსიტიური მიდგომებით კონფლიქტების გადაჭრა მოსწავლეებს გამოუმუშავებს კრიტიკული აზროვნების უნარს, მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს, მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას და მოსწავლეები შეძლებენ ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში,  პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან და საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ რეალიზებას.

ონლაინ რეჟიმში გამართული დისკუსია გაგრძელდება, რომელიც ორიენტირეულია  სამოქალაქო პედაგოგების რჩევების გათვალისწინებაზე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების   სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანაზე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება