სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნარმინ დუნიამალიევამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ესე მიუძღვნა
01-06-2020
-
+


„საქართველოს დამოუკიდებლობა 1918წ 26 მაისი“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის  მე-10 კლასის მოსწავლე ნარმინ დუნიამალიევამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესე მოამზადა.

გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს:

„1918 წლის 26 მაისს  საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებლად. არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს ისტორიაში, ქვეყანა გათავისუფლდა რუსული წნეხისგან.  ქვეყანა განაგრძობდა დემოკრატიზაციის გზას.

მენშევიკურმა მთავრობამ სწორი მიმართულებით აიღო გეზი, აღსანიშნავია ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, კარლო ჩხეიძის დამსახურება, ისინი  თავისი დროის გმირები  იყვნენ. გული მწყდება იმაზე, რომ მოუწიათ  ბოლშევიკთა შემოსვლის გამო ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ვუყურე  მედიარესურსს ნოე რამიშვილის საქმიანობაზე საფრანგეთში, რომელიც ქვეყნის სამსახურში იყო ემიგრაციაშიც კი და ძალიან გული დამწყდა მის მკვლელობაზე,  ილია გამახსენდა, ისიც ხომ ვერაგულად მოკლეს, ილია ხომ ქართველი ერის „უგვირგვინო მეფე“ იყო, როგორ იმეტებენ ასეთ  საჭირო, შემართებულ ხალხს სიკვდილისთვის, ან ვისაც ავალებენ როგორ იღებს საკუთარ თავზე ამ მისიას,  სად არის სინდისი, შეგნება.

იმდენად დამაინტერესა ამ კონკრეტულმა საკითხმა, რომ გადავწყვიტე კვლევა განვახორციელო, მოვიძიო მასალები არქივიდან, ინტერნეტიდან, წიგნებში არაფერია ნახსენები მათ საქმიანი მოღვაწეობის შესახებ საქართველოდან წასვლის შემდეგ, საფრანგეთში.

ვუყურე ფილმს „ექვთიმე“,  რის ნახვის შემდეგადაც ემოციებში ვიყავი, რამდენი უშრომიათ, რამდენი უბრძოლიათ, რათა განძი  გადაერჩინათ. გადავწყვიტე მეტი ვისწავლო ამ კონკრეტულ საკითხზე, მივიწყებული მასალები ამოვქექო, ჩემს თანაკლასელებს გავაცნო. ისტორია ძალიან მიყვარს და მესმის კიდეც, ამ თემებმა მე დიდი სტიმული მომცა პროფესიის ასარჩევად, მომავალში ისტორიკოსი გამოვალ.

მართალია ქართველი არ ვარ, მაგრამ სულით და ხორცით მიყვარს ქართული ენა, ჩემი მასწავლებლები, ჩემი სკოლა და საქართველოს ისტორია. დამაინტერესა საქართველოს საკითხის გატანამ საერთაშორისო ასპარეზზე. ვერსალის კონფერენციაზე დამსწრე ევროპულმა ქვეყნებმა საქართველო დე ფაქტოდ სცნეს,  ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა, თუმცა ერთა ლიგაში საქართველო  არ მიიღეს. ქვეყნის დაცვა გერმანიამ იკისრა, ეს თემები მართლაც, საინტერესო სამუშაოა.

მე ვამაყობ,  რომ საქართველოში დავიბადე,  საქართველოში გავიზარდე,  ჩემთვის ქართული ენა სახელმწიფო ენაა.  ვითვისებ და ვითავისებ ტრადიციებს, კულტურას. ვიძენ გამოცდილებას და ა.შ

სავანეთის საჯარო სკოლის
მეათე კლასის მოსწავლე
ნარმინ დუნიამალიევა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საჯარო სკოლების 1000 პედაგოგი ინტერნეტს უფასოდ  მიიღებს

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებლემა სტუდენტტის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს 

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობილია, რა ფორმით შეგეხებათ უმაღლესების რეფორმა

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები სტუმრობისა და აქტიური ჩართულობისთვის

სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობა გაიხსენეს

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება