სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდა შემოდგომით, ზაფხულის ნაცვლად? - მასწავლებლის სახლის პასუხი
29-04-2020
-
+


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა და სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. თუმცა ცვლილებები ჯერჯერობით არ შეხებია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდას, რომელზე რეგისტრაციაც 30 აპრილის ჩათვლით გრძელდება. 

სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდება, ჩვენ შესაძლო ცვლილებების დასაზუსტებლად მასწავლებლის სახლს დავუკავშირდით და შემდეგი კითხვებით მივმართეთ: ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდა შემოდგომით, ზაფხულის ნაცვლად და არსებობს თუ არა გამოცდების ჩასატარებლად გეგმა „ბ“ თუ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა და ეპიდსიტუაცია გაუარესდა? 

„ამ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამ ეტაპზე არ არის ამაზე საუბარი. შეიძლება განხილვა და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ“, - განგვიცხადა მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, მასწავლებელთა გამოცდები ყოველ წელს ზაფხულში, ივლისში ტარდება. თუმცა 2019 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა ორჯერ, ზაფხულში და შემოდგომაზე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება