სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იყვნენ მამაცები და არ შეუშინდნენ სირთულეებს! - წარმატებული სტუდენტები ახალგაზრდებს ამხნევებენ
18-04-2020
-
+


მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის და საგანგებო მდგომარეობა დღითიდღე მკაცრდება, ადვილი არ არის, მორალურად დარჩე ძლიერი და ვითარება ისე შეაფასო, თითქოს არგეხება ან არც არასოდეს შეგეხება. ასეთ დროს მხარდაჭერა, თბილი სიტყვა... ყოველი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია. პატარა „ეტალონელებს“კი უკვე დიდი „ეტალონი მოსწავლეები“ამხნევებენ, რომლებიც ახლა სტუდენტები არიან და ურჩევენ, არ შეუშინდნენ არანაირ წინააღმდეგობას.   

ანრი ფაღავა 2015-2016 წლების „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გახლავთ, რომლისთვისაც, როგორც გაირკვა, ეს ტიტული საამაყოსთან ერთად, საპასუხისმგებლოც აღმოჩნდა - მაშინ მივხდი, რომ ბევრი რამ სხვაგვარად მომეთხოვებოდაო, - გაგვიმხილა. დღეს ანრი სამედიცინოს სტუდენტია და, როგორც მისი თანატოლები, დისტანციურად სწავლობს, მოსახლოებას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და პატარა „ეტალონელებსაც“ ამხნევებს:

„ახლა ყველას რთული პერიოდი გვიდგას, ადამიანი სოციალური არსებაა და როცა გვიკრძალავენ ურთიერთობას, ამის ატანა ადვილი არაა; მაგრამ არ მინდა, გავურთულო მდგომარეობა ჩემ მომავალ კოლეგებს, არ მინდა, შევუქმნა საფრთხე ახლობლებს, ვიჩენ სამოქალაქო თვთშეგნებას და ვრჩები სახლში.

უამრავი ეპიდემია გადაუტანია კაცობრიობას და დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, მთავარია, დავიცვათ დისტანცია და შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება ჩემ მომავალ მეგობრებს - „ეტალონელებს“, რომლებსც, იმედია, მალე გავიცნობ, ვურჩევდი, ეს პერიოდი იმისთვის გამოიყენონ, რომ გაძლიერდნენ, მეტი ისწავლონ და არ დაკარგონ სულისკვეთება“.

ნინი დეკანოიძე 2019 წლის ეროვნული გამოცდების მაღალქულიანი აბიტურიენტი, რომელმაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა დაასრულა, დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ისიც დისტანციურად სწავლობს და როგორც გაგვიმხილა, სემინარები ახლა უფრო მკაცრია. რას ურჩევს მომავალი ექიმი საზოგადოებას და როგორია ნინის თვალით დანახული რეალობა? - როგორც ამბობს - „ნაკლებადრესურსიანიდაარასაიმედო“.

„სამწუხაროდ, არარსებობს საშუალება, რომ აღვკვეთოთ ვირუსის გავრცელება, ამიტომ უნდა მივყვეთ ინსტრუქციას და დავიცვათ დისტანცია. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, ბევრი სამართალდარღვევაა კარანტინისას. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა, ჩემ თანატოლებს და განსაკუთრებით უმცროს მეგობრებს კი მეტ სიმამაცეს ვუსურვებ. განსაკუთრებით დაბნეულები ახლა მეთორმეტეკლასელები არიან - არ იციან, როგორ ჩაუტარდებათ გამოცდები ან რასაკითხები იქნება, მაგრამ რამდენ რეპეტიტორთანაც უნდა იარო, საბოლოოდ, ნებისმიერი შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მუშაობ საკუთარ თავზე. ახლა კი ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვთ; ისევე, როგორc „ეტალონი“ იძლევა საკუთარ თავზე მუშაობის გამოცდილებას - გეხმარება, გახდე მეტად თავდაჯერებული; შეიძლება, ზუსტი პასუხი არ იცოდე, მაგრამ პოულობ სიმამაცეს, ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობები“.

მარიამ სამსონია ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწვლეა, რომელმაც 2018 წლის ეროვნულებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უცხო ენის გამოცდზე უმაღლესი - 90 ქულა მიიღო. ამჟამად მარიამი ოზურგეთშია, მშობლიურ ქალაქს შექმნილი ვითარების გამო დაუბრუნდა და იქიდან განგრძობს სწავლას:

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი; დისტანციურად ვსწავლობთ და ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა, როგორც ლექტორების, ისე სტუდენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ვიცნობთ, არ აღმოჩნდა ადვილი სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა. სტუდენტები ერთმანეთს ვამხნევებთ, გვაქვს კომუნიკაცია ლექტორებთან... თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ერთ ბედში ვართ და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. უმცროს თაობას კი ვეტყვი, რომ სწავლა დისტანციურადაც შესაძლებელია, სირთულეებს არ უნდა შეუშინდნენ, რადგან ზოგადად განათლების მიღება მარტივი არაა - არასოდეს იცი, რა გელის; როცა გგონია, რომ გადალახე გარკვეული ეტაპი და ამით სრულდება, ახალი გამოწვევა ჩნდება. ასე იყო „ეტალონის“ შემთხვევაშიც - მიუხედავად იმისა, პროექტში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიმიღწევია, მაინც დიდი სტიმული იყო ჩემთვის მონაწილეობა. ჭკვიან, განათლებულ ბავშვებს რომ ვხედავდი, მინდოდა, მეც ასეთი ვყოფილიყავი“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება