სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

სააღდგომო პასკის საუკეთესო და მარტივი რეცეპტი მასწავლებლებისთვის
17-04-2020
-
+


მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ და ამ დღისთვის, ყოველ წელს განსაკუთრებით ვემზადებით. 
სააღდგომოდ, ყველა ცდილობს სახლში მომზადებული კერძებით შეხვდეს. მაგრამ პასკის გამოცხობას უმრავლესობა მაინც ვერ ბედავს და ყიდვას ამჯობინებს.

წელს კი სულ სხვა რეალობა გვაქვს, თითქმის ყველაფერი დაკეტილია, გადაადგილება კი შეზღუდული. მიუხედავად, იმისა, რომ სასურსათო მაღაზიები მაინც მუშაობს, ახლა საუკეთესო დროა პასკის გამოცხობაში დახელოვნდეთ. სახლშიც ხართ და დრო გაქვთ, ამიტომ ჩვენ საუკეთესო და უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ. ჩვენი რეცეპტი იმ მასწავლებლებსაც გამოგადგებათ, რომლებიც ონლაინ სწავლების რეჟიმში ხართ და დიდ დროს კომპიუტერთან ატარებთ. ეს ხერხი ნაკლებ დროს და ენერგიას წაგართმევთ. 

პასკისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

რძე - 250 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5
ფქვილი - 650-700
კარაქი - 200 გ
საფუარი - 10 გ
ქიშმიში და ცუკატები - 50 გ~
1 ლიმონის ცედრა
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი - გემოვნებით

მომზადების წესი და თანმიმდევრობა კი ასეთია:

თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 200 გ ფქვილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი, ამ მასას შეაზილეთ დარბილებული კარაქიც. მიღებულ მასას დაუმატეთ საფუარიანი მასა, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დატოვეთ ამოფუებამდე.  ამის შემდეგ შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები. 

ცომი უნდა გადაიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში და კიდევ დატოვეთ ასაფუებლად. კარგად ამოფუების შემდეგ კი გამოაცხოთ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 

სულ ეს არის და სადღესასწაულო პასკაც მზადაა. გემრიელად მიირთვით.

რა უნდა შეურიოთ ენდროს, რომ კვერცხი ლამაზ ფრად შეიღებოს და არც დაგისკდეთ - წითლად შეღებვის ტრადიციული მეთოდი

რატომ ვღებავთ კვერცხს წითელ პარასკევს და რატომ არ შეიძლება მისი გატეხვა აღდგომამდე? - კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

როდის და როგორ უნდა დაითესოს ხორბალი რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება