სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე გამართულ ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს
14-04-2020
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საბა ჭოხონელიძემ და საბა დავლაძემ გარემოსდაცვით თემაზე ჩატარებულ ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს. სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს, ასევე მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს საუკეთესო ნამუშევრების წარმოდგენისათვის.

„როგორი სასიამოვნოა, როცა ამ თითქოსდა „შეჩერებულ სამყაროში“ შენ საკეთებელ საქმეს გულდასმით ეკიდები და ბოლომდე მიგყავს.

თან გამარჯვებით აგვირგვინებ...

ინფორმაციამ, რომელიც მივიღეთ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ მიერ ორგანიზებული გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსის „მოდი, დავიცვათ მდინარეები და ზღვები!“, რომელიც ჩატარდა პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, შედეგების შესახებ სიამყის გრძნობით აღგვავსო.

ვულოცავთ კონკურსის საუკეთესო ნახატების ავტორებს სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს საბა ჭოხონელიძესა და საბა დავლაძეს მოპოვებულ გამარჯვებას!
გილოცავთ!
გლოცავთ!

შემდგომ წაღმატებებს გისურვებთ, ჩვენო უსაყვარლესო ბიჭებო.

დიდი მადლობა კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს საუკეთესო ნამუშევრების წარმოდგენისათვის!

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი მოსწავლეების მხარდაჭერა გამოხატა.

მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირს „სპექტრი“, ასევე
პარტნიორებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობას, ქალაქ უნგენის მერიას (მოლდოვა), ასოციაციას „ტექნოპოლ გალაცი“ (რუმინეთი).

დარჩით სახლში!

გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე, რათა კვლავ ბევრი გამარჯვება და წარმატება მოვიპოვოთ.

მეიმედებით და მეამაყებით ჩემო უსაყვარლესო პატარებო“,-წერს სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება