| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
.jpg)
ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სწავლა გრძელდება და მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ. ბუნების მასწავლებელმა, ხათუნა უსტიაშვილმა პირველკლასელებს დისტანციური გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „წელიწადის ოთხი დრო“. პედაგოგმა, ბავშვებთან ერთად, დეტალურად განიხილა თემა, მიაწოდა სპეციალური ცხრილი, რომლის დახმარებითაც პატარებმა გაიაზრეს წელიწადის დროთა ძირითადი მახასიათებლები თუ თავისებურებები.
ხოლო ამის შემდეგ, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები საკითხს შემოქმედებითად მიუდგნენ - ფურცელზე გამოსახეს წელიწადის ოთხივე დრო და საინტერესოდ გადმოსცეს სეზონისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს საწავლო პროცესი, იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმას და მოსწავლეებიც ესწრებიან ონლაინ-გაკვეთილებს.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა