სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სკოლა გაუმკლავდა გამოწვევას“ - ბათუმის N22 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
13-04-2020
-
+


ბათუმის N22 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება ახალი გამოწვევა იყო პედაგოგებისთვის, თავი კარგად გაართვეს. მოსწავლეებს დისტანციური გაკვეთილები ძალიან მოსწონთ.

„მოგეხსენებათ, მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ყველა სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და მათ შორის ჩვენც. არ უარვყოფ,  საწყის ეტაპზე იყო სირთულეები იმ მხრივ, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდით გაურკვეველ ვითარებაში, ჩვენთვის უცხო იყო მსგავს სიტუაციაში მუშაობა, მაგრამ ახლა ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სკოლა გაუმკლავდა ამ გამოწვევას, მასწავლებლები მუშაობენ ხმამოუღებლად, ენთუზიაზმით, ყველა პედაგოგი ხელმძღვანელობს ცხრილის მიხედვით, თანამშრომლობენ მშობლებთან.

21-ე საუკუნის ბაშვებმა კი ადვილად აუღეს ალღო სწავლის ასეთ მეთოდს,მმათვის ეს არ აღმოჩნდა იმდენად რთული, რამდენადაც წარმომედგინა, მინდა აღვნიშნო ისეთი მოსწავლეები, რომლებიც საკლასო ოთახში პასიურობდნენ, მაგრამ ონლაინ სწავლების პროცეში უფრო გააქტიურდნენ კიდეც, ყოველდღიურად იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა.

არ უარვყოფთ იმასაც, რომ არიან ისეთები, ვინც ვერ ჩაერთო სასწავლო პროცეში ინტერნეტ რესურსების არქონის გამო, მაგრამ ისინი ცდილობენ, უყურონ ტელესკოლის გაკვეთილებს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს ყველა იმ პედაგოგს და პირველ არხს თანადგომისათვის.

p.s.ჩვენი სკოლის სახელით მოგიწოდებთ დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ჩვენი და გარშემომყოფების ჯამრთელობას. გისურვებთ წარმატებებს!“- ამბობს ბათუმის N22 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნესტან დიასამიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება