სიახლეები
სკოლები

„ეს ბედნიერებასა და უბედურებას შორის გამყოფი ხაზია“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ნაფიქრალი
10-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიზა ანთაზემ კორონავირუსის გამო დასადგურებული სიჩუმისა და მონატრების ერთ თვეზე ემოციური ჩანახატი გააკეთა, რომელიც იზოლაციაში მყოფ ადამიანებს დააფიქრებს. 

etaloni.ge აბიტურიენტის საინტერესო ნაშრომს გთავაზობთ: 

                                                      მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ. . .

ახლა ჩემი ფიქრები დამსხვრეულ ჭიქას ჰგავს, რომლის ნამსხვრევები მთელ ოთახშია მიმოფანტული. დამეთანხმებით ალბათ, რომ, როცა ჭიქა გიტყდებათ და მთელი ოთახი ნამსხვრევებით იფარება, მათ შესაგროვებლად ძალისხმევას არ იშურებთ, თვალებს კარგად ახელთ და ოთახის კუთხე-კუნჭულს გულმოდგინედ ასუფთავებთ. ახლა ჩემი ტვინი სწორედ ამ მდგომარეობაშია. მიჭირს აზრების ერთმანეთზე შეკოწიწება და ყველა იმ მოგონებისა და განცდის თქვენამდე მოტანა, რომელიც განმიცდია. ამის ერთადერთ არა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად მონატრებას აღვიქვამ. მეგობრებო, რა არის მონატრება,  თუ არა განცდა იმისა, რომ შენ ვეღარ აკეთებ იმას, რასაც ადრე აკეთებდი?!. რომ შენ დაკარგე რაღაც ისეთი, რაც ღირებული იყო შენთვის?!. რომ შენ უკვე ერთი თვეა სახლში ხარ?!. ამ დროს კი აანალიზებ, რომ შენ კი არ ცხოვრობ, არსებობ!..

მეგობრები მენატრება; მენატრება ხმაურიანი ქუჩები; ის შეგრძნება მენატრება, როცა ავტობუსი წამის გაელვებაში ჩამივლიდა გვერდს, მე კი გამწარებული ვბუტბუტებდი, თითქოს ეს ტრაგედია იყო;  მენატრება ბოშა, რომელიც თავისი გასაყიდი ნივთებით მორბის ჩემკენ და მეუბნება : ,, დუხი 30 ლარად, 20 ლარად, 15 ლარად, თუ ნაღდია და წაიღებ 5 ლარად ". მენატრება მანდატური, რომელიც მეძახის: ,,წყალზე მიდიხარ თუ შატალოზე?"; მასწავლებელი, რომელიც დაფას წამში ავსებს წარწერებით; დირექტორი, რომელიც დისციპლინაზე ლექციებს უკვე მემილიონედ გვიკითხავს; სამასწავლებლო, სადაც მუდამ მასწავლებლების ჟრიამულია;  დამრიგებელი, რომელიც მუდამ ჩვენ გამო იღებს შენიშვნებს;  საკანცელარიო, სადაც მუდამ ქსეროქსის ხმა ისმის; მენატრება დამლაგებელი, რომელიც ჩვენს დამალულ ცოცხს ეძებს;  მენატრება ყველა და ყველაფერი. 

ეს კი იმიტომ, რომ მოხდა ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით. მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. ვფიქრობ, რომ ყველა ქმედებასა თუ მოვლენას მონეტასავით ორი მხარე აქვს. მართალია, რომ მსოფლიო განსაცდელშია, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა და ამ ყველაფერს ემატება უამრავი უარყოფითი ფაქტი, რომლის ჩამოთვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენ ჩემზე უკეთ იცით... მეორე მხრივ კი, დედამიწა ისვენებს, ბუნება თავისუფლად სუნთქავს, მომწამლავი ნივთიერებები ფაქტობრივად არ გამოიყოფა, არ ხვდება ჰაერში და არ ბინძურდება გარემო, ვისწავლეთ იმის დაფასება, რაზეც არც კი ვფიქრობდით, ვისწავლეთ თავისუფლების ფასი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და სხვა უამრავი რამ, რაც ჩემზე უკეთ იცით...  ახლა კი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში მთავარი საკვანძო მომენტია. მომენტი, როდესაც გვიწევს ფიქრი. ფიქრი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, პასუხიმგებლობაზე და სხვა უამრავ მნიშვნელოვან, ღირებულ და პრიორიტეტულ საკითხზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბედნიერებასა და უბედურებას შორის გამყოფი ხაზია. ხაზი, რომელზეც ახლა 7 მილიარდზე მეტი ადამიანი დგას; ხაზი, რომელსაც ნელ-ნელა შლიან ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ფარმაცევტები, კონსულტანტები, მასწავლებლები, და ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს გამოცდაა. გამოცდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა, რომლითაც მთელი მსოფლიო საზრდოობს; სიყვარულის, რომლის გარეშე სამყარო უფერული ხდება; მეგობრობის, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას; და ბოლოს, ყველა ლაღი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას სიფერადის ელფერს ჰმატებს. მერი შელიმ თქვა : ,,არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება." დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოცდას წარმატებით გადავლახავთ; მე მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამაყად მოუყვება შთამომავლობას ვირუსზე, რომელიც დავამარცხეთ; ვირუსზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა და ცხოვრება სულ სხვა თვალით დაგვანახვა. მე ამის მჯერა.

და ბოლოს წარმოიდგინეთ, რომ ახლა წიგნი იწერება, სადაც თქვენ ხართ მთავარი გმირი. ამ წიგნის წერის ოქროს წესს გაგიმხელთ:  მეგობრებო, მთელი წიგნი დასასრულისთვის იწერება, კარგი დასასრულისთვის, წარმატებული დასასრულისთვის,  დასასრულისთვის, რომელიც ცხოვრების დასაწყისი იქნება. ახალი ცხოვრების დასაწყისი.   ჩვენ, ყველა, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. მე ამის მჯერა, მჯერა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განახლებული დოკუმენტი სკოლებსა და უმაღლესებს ეხება - სამინისტრო საჯარო განხილვას იწყებს

7 მთავარი წესი, რომელიც ტესტირებისას უნდა დაიცვათ - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების ვადები კლასებისა და საფეხურების მიხედვით ცნობილია

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულა, საგამოცდო დრო და ბარიერი ცნობილია

ბაღის უფლებები ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე  

 

 

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“
 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა დედაენის დღის შესახებ ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმენს „დედა ენის წიგნი“ - აქტივობები და ღონისძიებები 
 ქართული ენის ეროვნულ მნიშვნელობასა და ღირებულებზე ტოლოშის საჯარო სკოლაში ლექცია ჩატარადა

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება