სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ გავიმარჯვოთ უხილავ, ძნელად დასამარცხებელ და ვერაგ მტერზე?“- ვალის N2 სკოლის მოსწავლემ covid -19-ის პანდემიასთან დაკავშირებით სტატია მოამზადა
10-04-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მელანო სართანიამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სტატია - „როგორ გავიმარჯვოთ უხილავ, ძნელად დასამარცხებელ და ვერაგ მტერზე?“ მოამზადა. 

„აგერ, უკვე  რამდენიმე თვეა  მსოფლიო   თავდაუზოგავად  ებრძვის  სასტიკ,  ადვილადგავრცელებად, რთულადამოსაცნობ  და  საშიშ  სენს-ახალ  კორონავირუსს-ე.წ.   COVID-19-ს .  ამ სენს ჩვენც ვებრძვით, მოსწავლეები...ვებრძვით   ჩვენებურად:  ვიცავთ  სანიტარიისა და ჰიგიენის წესებს, სახლიდან არ გავდივართ, ხელებს იმდენჯერ ვიბანთ, სათვალავიც ამერია,  საგაკვეთილო   ჩართვებშიც ვაქტიურობთ და ერთმანეთსაც ვამხნევებთ... მაგრამ  სანამ ჩვენ სახლებში ჩვენს ოთახის მცენარეებს ვუვლით, სარკმლიდან მზეს,  ფეისბუქიდან კი ერთმანეთს  ვამხნევებთ, ჩვენი გარე  სამყარო  საპატარძლოდ ემზადება: ტყემლები აყვავდა,  ფრინველები გააქტიურდნენ, დათბა... გახედავ და გგონია, რომ ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ-არა!  ცარიელი ქუჩები და სკვერები უმალვე შეგახსენებენ, რომ ეს გაზაფხული სხვა არცერთს არ ჰგავს...   და მიუხედავად იმისა, რომ  ჰაერში  ახლადაფეთქებეუი ატმისა და ალუჩის სურნელება ტრიალებს, დედა ძველებურად იღიმის  ( და ზოგჯერაც არ ჩანს იღიმის თუ არა, რადგან თუ გარეთ გავა, პირბადით დადის),  სადღაც შორიდან მთებს შერჩენილი თოვლიც კი მშობლიურად გეჩვენება,  ყველა ერთსა და იმავეს გაიძახის : ,,დარჩისახლშიიი!“ კი, ბატონო!    სახლში, ვარ, მაგრამ ჩემი ეკოსისტემა?  მე,   შენ და ჩვენ ყველას უფრო მეტი გვინდა გავიგოთ ჩვენი ეკოსისტემის მტერზე,  გამიგონია: ,,მტერი რომ დაამარცხო, მასზე ბევრი უნდა იცოდეო!“,- ნათქვამია მოსწავლის სტატიაში.

მელანო სართანიას სტატია იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება