| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ბათუმის N14 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სასწავლო პროცესში.
„მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდა ონლაინ პლატფორმა. ჩვენი სკოლა პირველივე დღეებში აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში. შევქმენით „Messenger-სა"და „Zoom-ში" საგნობრივი ჯგუფები, მოსწავლეებს დროულად ვაწვდიდით საშინაო დავალებებს, ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს, შესაბამისად, ვიღებდით უკუკავშირს.
ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი პლატფორმის, „თიმსის" პროგრამის ფარგლებში მთელი სკოლა პირველივე დღიდან გადაერთო სწავლების ახალ ფორმაზე. დავარეგისტრირეთ მოსწავლეები, ჩამოვაყალიბეთ საგნობრივი ჯგუფები და აქტიურად ჩავერთეთ პროგრამაში.
სკოლაში სწავლა/სწავლების პროცესი დისტანციურად, თვითიზოლაციის პირობებში მიმდინარეობს. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ დიდია ინტერესი მოსწავლეებისა და მშობლების მხრივ, რაც მათ ჩართულობაზე აისახება. მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ „ოფის 365-ის“ პროდუქტებს“,-აღნიშნულია ბათუმის N14 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა