| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, დირექტორ გიორგი გაგნიძესთან ერთად გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და სოლიდარობის აქციას - StopCov შეუერთდნენ.
„ძალიან ბევრი ფურცელია შემონახული ისტორიის მანძილზე, როცა განსაცდელის ჟამს ქართველები თანადგომითა და თავგანწირვით გვერდიგვერდ იდგნენ და ებრძოდნენ ხილულსა, თუ უხილავ მტერს, არასდროს არ უშინდებოდნენ კარს მომდგარ საფრთხეებს, რადგან ერთმანეთის იმედი ჰქონდათ და სჯეროდათ.
21-ე საუკუნის დასაწყისიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და მსოფლიო კიდევ ერთი უხილავი მტერის პირისპირ დადგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც. ქვეყანა რომელმაც ეს-ესაა ფეხზე წამოდგომა დაიწყო, რომ მსოფლიოსთან ერთად ახალი ვირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. საქართველოს ხელისუფლებისა და ექიმების შეხმატკბილებული შრომის შედეგია დღეს, რომ ასე მყარად ვდგავართ საფრთხის მიუხედავად ფეხზე. უდანაკლისოდ. მიუხედავად ექიმების 24/7 ზე სამუშაო რეჟიმისა მაინც ოპტიმისტური მუხტი იგრძნობა მათგან, რაც პანიკას გამორიცხავს. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
ჭვინთის საჯარო სკოლის კოლექტივმა, დირექტორ გიორგი გაგნიძესთან ერთად, გადაწყვიტა მცირედი წვლილი შეეტანა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალციხის რესურსცენტრთან და რაიონის სხვა სკოლებთან ერთად შეუერთდა აქციას stopcov.ge.
დღეს, ხომ სწორედ გვერდში დგომისა და მხარდაჭერის დროა.
ბოლოს მინდა მივმართო სრულიად საქართველოს მოსახლეობას: თუ გვინდა, რომ ფუჭად არ ჩაიაროს ჩვენი ექიმების, პოლიციის, ჯარისა და პატრიარქის ლოცვამ, გთხოვთ გავითვალისწინოთ მოწოდენა „დარჩი სახლში" და შევასრულოთ რეკომენდაციები, ჰიგიენისა თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაუღალავად შრომობს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნი კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნავს ჭვინთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამაზ კაპანაძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა