სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისი“ დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
08-04-2020
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით დაინერგა საგანმანათლებლო პროგრამა - Microsoft Teams.

როგორც სკოლის დირექციისგან ხდება ცნობილი, წარმატებით დასრულდა  მოსწავლეთა ანგარიშების რეგისტრაცია, შეიქმნა ვირტუალური კლასები სწავლების ყველა საფეხურზე და ასევე - გაკვეთილების ცხრილი; ტარდება დისტანციური გაკვეთილები „მაიკროსოფთის“ პლატფორმაზე მოსწავლეთა სრული დასწრებით. ონლაინ-გაკვეთილები კი მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესებსა თუ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

აქვე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ Teams-ის პლატფორმაზე შექმნილი სამასწავლებლო  სივრცე, საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში ონლაინ ჩატარდეს პედაგოგიური საბჭოს სხდომები, სადაც სკოლის მესვეურნი ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ანაბასისის“ თითქმის ყველა პედაგოგი ონლაინ შეხვდა სადამრიგებლო ჯგუფში მშობლებს და გააცნო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სკოლის მიერ შემუშავებული სტრატეგია. დირექცია კი მადლობას უხდის მასწავლებლებს დაუღალავი შრომისთვის, მოსწავლეებს - აქტიურობისთვის , მშობლებს თანამშრომლობისათვის!

„განსაკუთრებული მადლობა სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერს და ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტს თემურ კურცხალიას, ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც დაუღალავად შრომობს და ხელმძღვანელობს სკოლა ანაბასისის დისტანციური სწავლების ახალ პლატფორმაზე შეუფერხებელ და გამართულ მუშაობას“, - აცხადებს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება