| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ქუთაისის N40 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავიდა.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის N40 საჯარო სკოლა 2018-2019 სასწავლო წლიდან ჩართულია პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი”. პედაგოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდანვე სწავლებაში იყენებდა Microsoft office 365-ის ინსტრუმენტებს. საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე კი უკვე ყველა მასწავლებელი და მოსწავლეების უდიდესი ნაწილი აქტიურად იყენებს Microsoft office 365-ის პროდუქტებს. სწავლების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს teams-ის გამოყენებით.
საგნის მასწავლებლები დისტანციური შეხვედრებისას ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა დახმარებასა და რეკომენდაციების გაცემაზე; მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაზე, კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე. მათ მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, მასწავლებელი კი ხელს უწყობს პრაქტიკული ცოდნის გასიტყვებას. მასწავლებლები ცდილობენ აქტივობებით უპასუხონ გამოწვევას და გაიუმჯობესონ ონლაინ სწავლების პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მასწავლებლები ცდილობენ ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ვებინარებში, სადაც საშუალება აქვთ მიიღონ კვალიფიციური პასუხები მათ მიერ დასმულ საინტერესო კითხვებზე, რათა მაქსიმალურად გადაწყვიტონ ასეთი ფორმით სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. კლასის დამრიგებლებმა დროულად და მაქსიმალურად მოახდინეს თავიანთი სადამრიგებლო კლასების ჩართულობა Teams-პროგრამაში. ხოლო ისეთი მოსწავლეები რომლებსაც არ აქვთ
სწრაფი ინტერნეტი ან იმყოფებიან სოფელში, მათთან აქვთ მუდმივი სატელეფონო კავშირები.
სკოლის დირექცია და კათედრები ასევე ხშირად უწევენ ორგანიზებას მასწავლებლების ონლაინ შეხვედრებს, სადაც განიხილება ონლაინ ფორმატით სწავლა-სწავლების პრობლემები და ხდება მიღებული გამოცდილების გაზიარება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა