სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

''– დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა'' - ნოდარ დუმბაძე წერილიდან ''სამშობლო''
26-07-2017
-
+


– დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
– სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, – მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.
….
დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
– აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! – ვკითხე უცებ ჯარისკაცს, – ოღონდ, თუ კაცი ხარ, არ გამცე დაშტამპული, მაღალფარდოვანი, გაცვეთილი და ყალბი პასუხი. გულწრფელად თქვი ის, რასაც ფიქრობ! – ვთხოვე მე. მან დიდხანს უყურა გაღმა ნაპირს, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:
– რა ბედნიერებაა, ამხანაგო ლეიტენანტო, მე და თქვენ რომ ამ ხიდს გამოღმა დავიბადეთ.
….
სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ.
….
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვიდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო. თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
….
– რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუფიქრებლად ქუჩაში…
– დიახ, ასე უცბად დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მიპასუხებს და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.
….
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
….
კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე.
….
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
….
– იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.
– მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო, ალბათ, სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, – მპასუხებს იგი.

ნოდარ დუმბაძე, 
წერილიდან ''სამშობლო''. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება