სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 სერიალი, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ, სანამ კარანტინსა და თვითიზოლაციაში ხართ
29-03-2020
-
+


სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და კინოთეატრებში სიარული აკრძალულია, თქვენ კი კარანტინში ან თვითიზოლაციაში გიწევთ ყოფნა, შეგიძლიათ რამდენიმე სერიალი ნახოთ, რომლებიც უფროსებსა და მოზარდებს ერთნაირად მოგეწონებათ და დროის საინტერესოდ გაყვანაშიც დაგეხმარებათ:

„მე არ ვარ თანახმა“ (I AM NOT OKAY WITH THIS)

15 წლის სიდნი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონაა: მას სკოლის კათედრაზე დგომა და ლაპარაკი, მანქანაში მუსიკის მოსმენა და გამაღიზიანებელ უმცროს ძმასთან ჩხუბი უყვარს. თუმცა მას მაინც აქვს რამდენიმე საიდუმლო, რომლებსაც ის მხოლოდ თავის დღიურს ანდობს. მთავარ გმირს მისი საუკეთესო მეგობარი გოგონა, დინა, უყვარს და ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობაშია. ასევე, ახალგაზრდა სინდის უცნაური გარემოებები აწუხებს, რაც მამის დაღუპვას უკავშირდება, მაგრამ გოგონას უფრო მეტად ადარდებს ის მტკივნეული ტელეკინეზური შესაძლებლობები, რომლებიც ყველაზე შეუფერებელ მომენტებში გამოვლინდა.

„გასაოცარი ისტორიები“ (amazing stories)

სტივენ სპილბერგის ამავე სახელწოდების 1980-იან წლებში ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალის გადატვირთვა, რომელიც ფენომენალურ ანთოლოგიას წარმოადგენს, რომელშიც მაყურებლები სრულიად მოულოდნელ ახალ სამყაროს აღმოაჩენენ. თითოეული ისტორია უნიკალურია და სავსეა ამაღელვებელი საიდუმლოებით მოცული მოვლენებით და იდუმალებით. პერსონაჟები მომხიბვლელები არიან, ხოლო გმირების წარმოუდგენელი თავგადასავლები კი ყველაზე არაპროგნოზირებადი ხდება.

„ტკბილი ბიჭი“ (HONEY BOY)

ახალგაზრდა მსახიობის, შია ლაბაფის, რთული ბავშვობის დრამატული ამბავი, რომელიც ოტის ლორტისა და მისი სასტიკი და უკონტროლო მამის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდა ოტისის ბავშვობა ადრეულ სატელევიზიო კარიერას და მისი მამის გამო სტრესულ აშლილობას უკავშირდება. ოტისის მამა ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა, იყო მსჯავრდებული და ალკოჰოლზე დამოკიდებული. 10 წლის შემდეგ ის თავისი ვაჟის ცხოვრებაში ბრუნდება.

„სამეფო“ (KINGDOM)

გაზომბების ეპიდემია ჯონსონების დინასტიის მმართველობის პერიოდს ემთხვევა. დიდი ხნის მმართველი გარდაიცვლება, თუმცა მალევე ქვეყანას მკვდრეთით აღმდგარი, არამიწიერი ბოროტი სახით უბრუნდება. კორეის მემკვიდრე პრინცმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა გადარჩეს.

„კარტინგი“ (go karts)

ამაღელვებელი ოჯახური ფილმი ბიჭის შესახებ, რომელმაც უნდა გადალახოს უზარმაზარი დაბრკოლება და საკუთარი დაუფიქრებლობა, რომ აიხდინოს ოცნება, გაიმარჯვოს ეროვნული კარტინგის ჩემპიონატში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება