სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსით დაინფიცირებული ცნობილი სახეები
15-03-2020
-
+


მსოფლიოში დღითიდღე იმატებს COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. ვირუსმა არ იცის, ვინ ვისი შვილიაო, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი მის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდასტურდა და მართალიცაა, ვირუსმა ნამდვილად არ იცის, ვინ ვისი შთამომავალია.

ის ფაქტები, რომელზეც Etaloni.ge გიამბობთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მდიდრები არა მხოლოდ ტირიან, არამედ ახველებენ კიდეც.

გთავაზობთ იმ ცნობილი თუ გავლენიანი ადამიანების სიას, ვინც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

თებერვლის ბოლოს, ირანის ვიცე-პრეზიდენტს  მასუმე ებტეკარს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მანამდე კი დადებითი აღმოჩნდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ორი პარლამენტარის ტესტების პასუხები; მალევე, კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა  ეჰაკე ჯაჰანგირმაც გაიზიარა მათი ბედი.



ბრიტანელი პარლამენტარი, ნადინ დორისი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი დეპუტატი აღმოჩნდა ქვეყანაში. როგორც კი შეიტყო თავისი დიაგნოზი, დორისმა მაშინვე შეასრულა ექიმების რეკომენდაციები და თვითიზოლაციაში მოექცა. სამწუხარო ისაა, რომ უცნობია, რამდენი შეხვედრა ჩაატარა ჩინოვნიკმა მანამდე, ვიდრე მისი დიაგნოზი გახდებოდა ცნობილი.



მას შემდეგ. რაც NBA-ს კალათბურთელს, „იუტა ჯაზის“ ცენტრ-ფორვარდს, რუდი გობერს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მსოფლიო საკალათბურთო ასოციაციამ საერთოდ შეაჩერა სათამაშო სეზონი.

 

კორონავირუსმა გვერდი არც „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, მცველს დენიელე რუგანის აუარა, რომლის შემთხვევაშიც, დაავადება  სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო კლუბი ყველა საჭირო პროცედურას ატარებს ვირუსისგან თავის დასაცავად.



რამდენიმე დღის წინ ვირუსი ასევე დაუდასტურდა ჰოლივუდის მსახიობს, ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს. ისინი ავსტრალიაში დაინფიცირდნენ, თუმცა საზოგადოებას შეატყობინეს, რომ დაავადება მათ შემთხვევაში განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობს.



გარკვეული პერიოდის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ახალი კორონავირუსით მსახიობი ჯეკი ჩანიც დაინფიცირდა, თუმცა მსახიობმა მალევე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა: „მადლობა მზრუნველობისთვის. მე ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება