სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
09-03-2020
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია  დღეს დაიწყო და  26 მარტის 18 საათზე დასრულდება. 
 
მსურველები რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
 
 
განსხვავებით  2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 
 
 
რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას - გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია. 
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.
 
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის მსურველმა უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობს საფასური - 50 ლარი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 26 მარტის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე. 
 
მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ. 
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (26 მარტის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. 
 
გაითვალისწინეთ:

  • არ გაანდოთ სხვას პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
  • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით. 
  • მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 16 აპრილის  18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება