დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-03-2020
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.