სიახლეები
ეტალონი

''ეტალონის'' ფინალზე მიშიკოს თვალები ბრწყინავდა, პირველად ვნახე ის ასეთი ბედნიერი'' - როგორ ახასიათებენ ''ეტალონის'' ფინალის ბათუმელ მონაწილეს
29-06-2017
-
+


''ბათუმის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენ ღონისძიებაზე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის შუამდგომლობითა და ''ეტალონის'' ავტორისა და წამყანის გოჩა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, შარშანდელი ''საქართველოს ეტალონის მოსწავლის'' ქალაქი, წელს ფინალში ორი მონაწილით წარსდგა. 

''ეტალონის'' საზეიმო ფინალზე ბათუმს კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლე ქეთი შენგელია და ბათუმის N2 სკოლის მოსწავლე მიხეილ პაპუნიძე წარადგენდნენ.

როგორც ბათუმის N2 სკოლის მოსწავლე მიხეილ პაპუნიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამ პრეცედენტით მას დიდი შანსი მიეცა:

"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტში მონაწილეობით. ძალიან გამიხარდა, რომ ფინალში ყოფნის შანსი მომეცა, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ყველა მონაწილე ძალიან კარგი იყო და თითოეული იმსახურებდა გამარჯვებას. ეს პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ თაობას მეტი მოტივაცია ჰქონდეს სწავლისა და განვითარებისთვის.''

მიხეილზე საუბრისას ბათუმის N2 სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ''ბათუმის ეტალონი მოსწავლე'' არასდროს  არც ერთ საგანში არ მომზადებულა და ეს ცოდნა მას სკოლიდან აქვს შეძენილი:

''მიხეილი არის მოტივირებული, კეთილშობილი, კომუნიკაბელური მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ არც ერთ საგანში არასდროს არ მომზადებულა და ეს ცოდნა მას სკოლიდან აქვს შეძენილი. არის გაწონასწორებული და მთელს სკოლაში ყველას ძალიან უყვარს. განსაკუთრებით უყვარს ჰუმანიტარული საგნები და ყველა ღონისძიებაში ცდილობს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. ''ეტალონი'' სერიოზული რეიტინგის პროექტია და ვფიქრობ, რომ ყველა მოსწავლესთვის სანატრელია ის წარმატება, რასაც მიხეილმა მიაღწია და ვისურვებდი, რომ ''ეტალონი'' კვლავ სატელევიზიო გადაცემა გახდეს. ეს პროექტი ობიექტურად მოსწავლის შესაძლებლობებზეა გათვლილი.''

დირექტორის მოადგილე მედეა ცინცაძე ხაზს უსვამს მიხეილის პიროვნულ თვისებებს და აღნიშნავს, რომ იგი ყველას ძალიან უყვარს:

''მიხეილი ოქროსმედალოსანია, პირველი კლასიდანვე ფრიადოსანია. თავაზიანი, გაწონასწორებული, ყველას ძალიან უყვარს და ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს. რაც შეეხება პროექტ "ეტალონს" ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გადაიცემოდეს ტელევიზიით. ის გადაცემები, რაც დღეს ეთერშია, არ არის იმ სარგებლობის, რასაც ეს პროექტი ნიშნავს. საგანმანათლებლო პროექტი აუცილებელია.''

''ზუსტად 9 წელია მიხეილს ყოველდღიურად ვხვდები. 24 ივნისს მე პირველად ვნახე მიშიკო ასეთი ბედნიერი. ''ეტალონის'' ფინალზე მისი თვალები ბრწყინავდა,'' - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მიხეილის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამუნა ბაჯელიძე:

''მიხეილი არის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი. ყველაფერს დამოუკიდებლად სწავლობს და არასდროს, არც ერთ საგანში არ მომზადებულა. რა ცოდნაც მას აქვს, ეს არის სკოლაში მიღებული. რა თქმა უნდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიშიკო შრომისმოყარე ადამიანია. საატესტატო გამოცდებზეც უმაღლესი ქულები აიღო. მიხეილი ნამდვილად განსაკუთრებულია. ფინალს დიდი ემოციებით ველოდებოდით. ჩემ გარდა რამდენიმე პედაგოგი ესწრებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. მიხეილის ჩართვა ინტელექტ-შეჯიბრიში ძალიან დიდი მოტივაცია იყო და მადლობა ''ეტალონს'' ამისთვის. ზუსტად 9 წელია მიხეილს ყოველდღიურად ვხვდები. 24 ივნისს მე პირველად ვნახე მიშიკო ასეთი ბედნიერი. ''ეტალონის'' ფინალზე მისი თვალები ბრწყინავდა. მადლობა ამ ადამიანობისთვის და მადლობა ამ სიყვარულისთვის.''
 
კარგ მოსწავლედ, მეგობრად, მოაზროვნე და ნიჭიერ ადამიანად ახასიათებს მიხეილ პაპუნიძეს კლასის დამრიგებელი ნანა ბურჭულაძე:

''ახლა იყო საატესტატო გამოცდები ოთხ საგანში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. გეოგრაფიასა და ქიმიაში მიშიკომ 10-10 ქულა აიღო, ბიოლოგიაში 9.76, ხოლო ფიზიკაში - 9 ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიშა საოცრად კარგი და ნიჭიერი ბავშვია. პირველი კლასიდან ფრიადოსანია და ეს მაშინ, როდესაც არცერთ საგანში არ ემზადება. თუკი რამე კარგი შეიძლება ითქვას მიშაზე, ყველაფრის თქმა შემიძლია. კარგი მეგობარი და მოაზროვნე ადამიანი. ასეთები იშვიათად იბადებიან.''

''ეტალონში'' მონაწილეობის მიღების შემდეგ მიხეილი ძალიან ბედნიერი იყო. პასუხისმგებლობის გრძნობაც გაასმაგებული ჰქონდა,'' - აღნიშნავს მიხეილის დედა ფატმან ბერიძე:

"მიხეილი კარგი მოსწავლეა. მეთერთმეტე კლასი დაამთავრა და სკოლაში მოუმზადებელი არცერთხელ არ მისულა. სულ ცდილობდა, რომ ყოველთვის 10 მიეღო. 9 ქულაზეც კი ძალიან ნერვიულობდა. მისი პრინციპი და მიზანი ფრიადოსნობა იყო. ''ეტალონში'' მონაწილეობის მიღების შემდეგ მიხეილი ძალიან ბედნიერი იყო. პასუხისმგებლობის გრძნობაც გაასმაგებული ჰქონდა. ახლაც კი უნდა, რომ უფრო მეტი გაეკეთებინა და დღემდე იმ შეკითხვებზე ნერვიულობს, რომელსაც პასუხი ვერ გასცა.''

''ბათუმის ეტალონ მოსწავლეს'' მიხეილ პაპუნიძეს ''ეტალონის'' მეგობარმა დავით დანელიამ ფინალურ ღონისძიებაზე 1000 ლარი გადასცა.

დავით დანელია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიხეილი პირველი მოსწავლე არაა, ვინც მისი სახელობის დაფინანსება მიიღო:

''მე დიდი ხანია ბავშვებს ვაფინანსებ, მაგრამ როდესაც ''ეტალონის'' ფინალის ერთ-ერთი მონაწილე, მიხეილ პაპუნიძე დავაფინანსე, მისი თვალები მთელი ცხოვრება არ ამომივა მეხსიერებიდან. საოცრად ბედნიერი ვარ ამით. ამ ბავშვზე ინიციატივა მე ავიღე და ამ წახალისებით ვფიქრობ, რომ მას სტიმული მიეცემა. ამ პროექტით ჩვენ ბავშვებს ვეხმარებით, ეს ბედნიერებაა. მადლობა გოჩას ამ პროექტისთვის. მას ცხორებაში დიდი 5-იანი უნდა დავუწეროთ ყოველივე იმისთვის, რასაც მომავალი თაობისთვის აკეთებს. ''ზუსტად არ მახსოვს რამდენი წელია, რაც ''ეტალონთან'' ვმეგობრობ. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით 2009-2010 წლიდან მოდის. გულდაწყვეტილი ვარ ამ გადაცემის საეთერო ბადიდან ამოვარდნით. ამ პროექტს სხვადასხვა კომპანია აფინანსებს და მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიით გადიოდეს. მე ვერცერთ არხზე ვერ ვხედავ დღეს მსგავსი მნიშვნელობის გადაცემას. რაც შეეხება უშუალოდ ფინალს, დარბაზში საოცრება ხდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ხალხის ნაწილი ფეხზე მდგომი ადევნდებდა თვალს. ეს ემოცია რომ ეთერის მეშვეობით ენახა საზოგადოებას და ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის, გაცილებით უფრო გადამდები იქნებოდა. ბავშვები ისეთ კითხვებს პასუხობდნენ, რაზე პასუხიც უფროსებსაც გვიჭირს. მონაწილე ბავშვებზე აღფრთოვანებით შემიძლია საუბარი. ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენ ღირსეულად ჩაგვანაცვლებს.''

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება