სიახლეები
ეტალონი, სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა

მთელი სკოლა, სოფელი ზეიმობს სოფის წარმატებას, ეს დიდი გამარჯვებაა - საქობოს სკოლის მოსწავლე სოფი ყარალაშვილი ''ეტალონის'' ფინალში მეორე ადგილზე გავიდა
29-06-2017
-
+


ბათუმის საზაფხულო თეატრში საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა. 

''ეტალონის'' ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. 

პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. ყველაფერი სისწრაფემ გადაწყვიტა. რეკორდულად ყველაზე მცირე დროში - 72,01 წამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხის დაფიქსირება ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა შეძლო და ''2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულსაც დაეუფლა, ხოლო მეორე ადგილზე, ასევე 90 ქულით (74.95 წმ) საქობოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფი ყარალაშვილი გავიდა

მიღწეული წარმატებისთვის ''სიღნაღის ეტალონ მოსწავლეს'' კომპანია ''ბათმშენი 2007-მა'' 6000 ლარიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 800 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. 

როგორც სოფი ყარალაშვილი აღნიშნავს,  ''ეტალონის'' ფინალში მეორე ადგილზე გასვლა მას დიდ წარმატებებს მოუტანს:

''ეტალონის'' ფინალზე საშუალო სირთულის კითხვები იყო, არ გამძნელებია მათზე პასუხის გაცემა. საერთოდ არ ვღელავდი. ჩატარებული ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ფინალი. ცოტა გული დამწყდა, რომ წამებში ვერ მოვასწარი და მეორე ადგილზე გავედი, მაგრამ პროექტის ფორმატი დროსაც ითვალისწინებს. კარგი იქნებოდა, უფრო სწრაფი ვყოფილიყავი. ''ეტალონში'' მონაწილეობამ წარმატება უკვე მომიტანა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ინტელექტ-შეჯიბრის ფინალი ჩატარდა და უკვე იმდენი ადამიანი მილოცავს, მცნობს. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ძალიან ბევრ პროექტში ვმონაწილეობ, მაგრამ ''ეტალონის'' მსგავსი პოპულარობით არც ერთი სხვა პროექტი არ სარგებლობს. ინტელექ-შეჯიბრი ძალიან ახლოსაა ხალხთან, ეს არის სახალო პროექტი. ''ეტალონის'' მეორე ადგილი ნამდვილად დიდ წარმატებას მომიტანს. ინტელექტ-შეჯიბრი ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია, რომელიც მოსწავლეებს სწავლის სტიმულს, საკუთარი ცოდნის და თავის გამოვლენის საშუალებას აძლებს. ''ეტალონი'' თითეული მოსწავლისთვის დიდი წარმატების მომტანია. რაც შეეხება პრიზებს, ძალიან კმაყოფილი ვარ. მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი საჩუქრის მიღება. საუკეთესო 9 მოსწავლეს გადაეცა პრიზი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.''

დოდო ჭყონია საქობოს სკოლის დირექტორი სოფი ყარალაშვილზე:

"ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით წამოვედი ფინალიდან. ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ბათუმის მერიის გულთბილი დახვედრით. ვისურვებდი, რომ ხშირად იმართებოდეს ასეთი ღონისძიებები. ''ეტალონი'' მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება სოფის, მან მე-11 კლასი დაამთავრა და გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენა. მისგან ამას ნამდვილად ველოდით. სოფი ჩართულია ძალიან ბევრ აქტივობაში. მისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს ოლიმპიადები, კონკურსები და ასე შემდეგ. ეს გოგო საუკეთესოა არა მარტო სკოლაში. სოფი ეუფლება ფორტეპიანოს. ''ეტალონის'' ფინალის შემდეგ 27 ივნისს მან სიღნაღში, კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. დავამატებ იმასაც, რომ სოფი არ ემზადება რეპეტიტორებთან. ჩვენც, პედაგოგებიც, ჩვენი მხრივ, გვერდში ვუდგავართ მას. აღსანიშნავია, რომ სოფოს ძმაც წარჩინებული მოსწავლე იყო. ამჟამად გიორგი უკვე სტუდენტია.''

თეა სიფრაშვილი, სოფი ყარალაშვილის დამრიგებელი:

''სოფი აქტიური, გონებამახვილი, მობილიზებული, ამბიციური მოსწავლეა და გონება და შესაძლებლობებიც უწყობს ხელს. სოფიმ კარგი შედეგი აჩვენა ''ეტალონსა'' და საატესტატო გამოცდებში. სოფიმ გაამართლა ის იმედები, რაც ჩვენ ყველა პედაგოგმა ამ ბავშვში ჩავდეთ. ის ნამდვილად იმსახურებდა მეორე ადგილსაც და პირველსაც. წამებმა განაპირობა მისი მეორე ადგილი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ''ეტალონი'' ასეთი ბავშვების აღმოსაჩენად და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პროექტი ძალიან დიდხანს უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო მის დამაარსებლებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს.''

სოფი ყარალაშვილის ფიზიკის მასწავლებელი ნინო კებლიშვილი:

''სოფი ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური მოსწავლეა. ყველა საგანს ზედმიწევნით სწავლობს, ძალიან ბევრ კონკურსში მონაწილეობს, ჩართულია სოციალურ პროექტებში. თავადაც ეძებს კონკურსებს და იღებს მონაწილეოაბას. ძალიან დიდი ტრადიციების მქონეა საქობოს სკოლა, სოფი კი ნამდვილად განსაკუთრებული და გამორჩეული მოსწავლეა. სწავლობს მუსიკალურ სკოლაში და ხშირად მართავს კონცერტებს. ის ჩვენს სკოლაში მარტო მოსწავლე არ არის, სკოლის თანამშრომელია, იმდენად აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ასეთ მოსწავლეებს. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ''ეტალონი'' ტელევიზიით არ გადაიცემა. ბათუმში ჩატარებული ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული და კმაყოფილები დავრჩით. ჩვენ ვთვლით, რომ მეორე ადგილზე გასვლა უკვე გამარჯვებაა, მით უმეტეს, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეს, ორივეს 90 ქულა ჰქონდა და მხოლოდ წამებმა გადაწყვიტა, თუ ვინ გახდებოდა ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე''. მთელი სკოლა, სოფელი ზეიმობს სოფის ამ წარმატებას, ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის.''

ბელა სიმონიშვილი, სოფი ყარალაშვილის დედა:

''სოფი ძალიან მოწესირიგებული, აქტიური, ბეჯითი და ნაკითხი გოგონაა. არ მინდა ჩემი შვილი ზედმეტად ვაქო, დედა ვარ და ცოტა უხერხულია, მაგრამ სოფი ასეთია. ყველა სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობს, სწავლობს სიღნაღის სახელოვნებო სკოლაში საფორტეპიანოს განხრით. კონცერტებში აქტიურად მონაწილეობს. თავის ძმასთან, გიორგისთან ერთად ხშირად ატარებდა კონცერტებს. იმდენად უმნიშვნელო სხვაობა იყო გამარჯვებულ ვახტანგსა და სოფის შორის, შეიძლებოდა ორი გამარჯვებული გვყოლოდა. ორივეს 90 ქულა ჰქონდა და მხოლოს წამებმა გადაწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე''.

24 ივნისს ბათუმში გამართული ფინალი 2016-2017 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ. წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი შეხვედრა და ''ეტალონის'' ღონისძიება ჩატარდა. თითოეულ ღონისძიებაზე რაიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ''ეტალონი მოსწავლე'' ვლინდებოდა. 

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.

''ძალიან გვიხარია სოფი ყარალაშვილის წარმატება'' - სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება