სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „ოლიმპიური დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
24-02-2020
-
+


ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით პროექტის - „ოლიმპიური დღე“ პრეზენტაცია შედგა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 4 გუნდი. თითოეულ გუნდს ჰყავდა მენტორი, გუნდებს მენტორობა გაუწიეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა. გუნდები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყანას ორ განყოფილებად - პრეზენტაცია და პერფომანსი. VIა და VIბ კლასების გართიანებულმა გუნდმა წარმოადგინა ესპანეთი, გუნდის მენტორი იყო მარიამ დარსაველია; VIIა კლასის გუნდმა - ინდოეთი, მენტორი რუსუდან ცქიფურიშვილი; VIIბ კლასის გუნდმა საბერძნეთი, მენტორი - ეთუნა სულუხია, ხოლო VIII კლასმა წარმოადგინა საქართველო, გუნდს მენტორობდა თათია აბზიანიძე.

კონკურსს აფასებდა კომპტენტური ჟიური: ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე-სკოლის დირექტორი, მარიამ მამაიაშვილი-დირექტორის მოადგილე, მარინე კვარაცხელია - საქმის მწარმოებელი, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები - ციალა ჩარგეიშვილი და თამარ მეშველიანი.

გუნდებმა ძალიან საიტერესოდ, შთამბეჭდავად და სახალისოდ წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. დასასრულს სკოლის დირექტორმა, ნუნუ მანაგაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილე ბავშვებს, გაიმართა დაჯილდოება: „ოლიმპიური დღისადმი“ მიძღვნილ პროექტში
საქართველოს საუკეთესოდ წარმოდგენისათვის პრიზით და სიგელით დაჯილდოვდა VIII კლასის გუნდი, რომელმაც დააგროვა 50 ქულა და მოიპოვა 1-ლი ადგილი, მე-2 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VIIა კლასის გუნდი, მე-3 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VI კლასების გაერთიანებული გუნდი, ასევე, სიგელით დაჯილდოვდა მე-4 ადგილზე გასული VIIბ კლასის გუნდი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან მოსწავლეებს პრეზენტაციების მომზადებისთვის.

იხილეთ ფოტოები  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება