სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარტყოფის პანსიონატს სტუმრობდნენ
21-02-2020
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატს სტუმრობდნენ.

საქველმოქმედო აქტივობაში სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები: მარიამ ხაჩიძე, მარიამ ყაზაიშვილი, ლიზი ხაჟალია და მასწავლებლები: მაკა ჩხიკვაძე, ლია გაბრიელაშვილი, მაყვალა გერმანოზაშვილი, აქტიური მშობლის, პოეტ დიკა სალაყაიას, ორგანიზატორობით ჩაერთნენ.

VI1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი- ნანა მაჩიტიძე) მარტყოფში წამსვლელ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შშმ ბენეფიციარებთან და თავშესაფარში მყოფ ბავშვებთან წერილები გაატანეს. 

"წერილებში დიდი სიყვარული, სული და გული ჩადეს ბავშვებმა და სინანული იმის გამო, რომ თავად ვერ ახერხებდნენ მათთან წასვლას. 20 თებერვალი სიკეთის დღედ ჩაიწერა 142-ე საჯარო სკოლისა და პანსიონატის მატეანეში. ეს დღე იყო მადლის გაცემისა და შეწირვის დღე. სიკეთის გადამდები დღე, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და პანსიონატის მკვიდრთა მეხსიერებაში ნათელ, დაუვიწყარ დღედ ჩაიბეჭდება", - წერს სკოლის წარმომადგენელი.

საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა სკოლის ტრადიციული ღონისძიების - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის, დირექციისა და აქტიური მშობლის, პოეტ დიკა სალაყაიას ინიციატივით ტარდება.

მოსწავლეები სიხარულით აგროვებენ ტანსაცმელს, საჭირო ნივთებს, სათამაშოებს, სახელმძღვანელოებს, ტკბილეულობას და უნარშეზღუდულთა პანსიონატების, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების, ბავშვთა თავშესაფრების მცხოვრებლებს ახარებენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება