სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

3 რამ, რაც რეპეტიტორს სკოლაში მომუშავე მასწავლებლისგან განასხვავებს 
07-06-2020
-
+


მეგობრებმა კარგი რეპეტიტორი გირჩიეს ან ის თავად იპოვეთ ინტერნეტში და გინდათ გაიგოთ, რამდენად დაგეხმარებათ ის თქვენი მიზნების მიღწევაში? ამისთვის, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ის იმავე კრიტერიუმებით არ უნდა განსაჯოთ, რითაც სკოლის მასწავლებელი. სკოლაში მომუშავე პედაგოგი ვალდებულია სწავლის რუტინულ პროცესს მიყვეს, შემაჯამებელი და საშინაო დავალებები გაწერინოთ, რეპეტიტორის შემთხვევაში კი ასე არაა. მასწავლებელი უფრო მეტად ორიენტირებული სასწავლო პროცესზეა, რეპეტიტორი კი - სწავლების შედეგზე.

„ეტალონი“ გაგაცნობთ, რა უნდა განასხვავებდეს რეპეტიტორს ჩვეულებრივი პედაგოგისგან:

შეფასების ნაცვლად გაგებაში დახმარება

ცოდნის ფორმალურ შეფასებაზე აქცენტი, რაც სასკოლო განათლების თანმდევია, ხშირად ხელს უშლის ბავშვებს განსხვავებული კატეგორიებით იაზროვნონ. მოსწავლეები სკოლაში ძირითადად შეფასებებზე აქცენტირდებიან და მზად არიან მოერგონ იმას, რასაც მათან პედაგოგები ითხოვენ, რომ მაღალი შეფასება დაიმსახურონ. რეპეტიტორის ამოცანა კი გაგებაში დახმარებაა. აქ არც მოსწავლის და არც მასწავლებლის ამოცანა აღარ არის შეფასება, მთავარი იმ კონკრეტული ცოდნის მიღებაა, რისთვისაც ბავშვი რეპეტიტორთან სიარულს იწყებს.

დროის მენეჯმენტი და პროცესების ოპტიმიზაცია

რეპეტიტორთან იძენთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც რაიმე მიზეზით არ მიიღეთ სკოლაში და არ შეგიძლიათ შეიძინოთ დამოუკიდებლად. რეპეტიტორი ცდილობს მოსამზადებელი პროცესი ისე წაიყვანოს, რომ მართლაც პროგრესირებდეთ. აქ არ გაქვთ 12 წელი, როგორც სკოლაში, ამიტომ რეპეტიტორს ყველაფერი გაწერილი და ოპტიმალურ დროზე მორგებული აქვს. რეპეტიტორთან თქვენ ხვდებით, წინ მიიწევთ თუ ერთ ადგილას ხართ.

რეპეტიტორი არ გადანაშაულებთ, ქმნის განვითარების პირობებს

ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სკოლაში მოსწავლეები ლამის ორ ნაწილად იყოფიან: ოროსნებად და ათოსნებად. მასწავლებელი კი ყოველთვის ათოსანი მოსწავლეების მხარესა, ყველაფერი დაბალქულიან მოსწავლეებს ბრალდებათ და მათ იმიჯის გამოსწორება ძალიან უჭირთ. რეპეტიტორთან ყველა თანასწორია და ყველას განვითარებისა და წინსვლის თანაბარი შანსი აქვს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება